ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს
ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს
ევროპის 48 ქვეყანას შორის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ქართული ტრადიციული სამზარეულო მეოთხე ადგილს იკავებს.

ამერიკული გამოცემა Thrillist-ის თანახმად, საქართველო ევროპის ქვეყნების იმ რიცხვში მოხვდა, რომელთაც ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძები აქვთ.
ამ სიაში საქართველომ მეოთხე ადგილი, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ დაიკავა.

"საქართველო იმ უძველეს გზაზე მდებარეობს, რომელიც ევროპას აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, აქ კერძები უნიკალური და ძალიან მდიდარ გემოთი გამოირჩევა. მზარეულები გამოიყენებენ განსაკუთრებულ მცენარეებსა და სანელებლებს, როგორიცაა ქინძი, ზაფრანა, ისინი ისეთ
კომბინაციებშია გამოყენებული, რომ მსგავს შერწყმას სხვა რეგიონებში ვერსად ნახავთ"
- ნათქვამია სტატიაში.

საინტერესოა, ისიც, რომ განსხვავებული მცენარეები და განსხვავებული სანელებლები თავად საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კერძებშიც გამოიყენება.

Thrillist-მა ტრადიციული კერძებიდან გამოყო, ხაჭაპური, ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი. ამათ გარდა, ქართულ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ყველს, ტყემალს, მწვანილსა და წიწაკას.

შეგახსენებთ,
რომ ამერიკული გამოცემა Thrillist აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა კერძებზე, სასმელებზე, მოგზაურობასა და სხვა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (24)
lali
21 ოქტომბერი 2017 13:59
საცივი,ბაჟე,ღომი,ელარჯი,ჩაქაფული,ხინკალი,მწვადი წალამზე,დედას შოთი,ხაჭაპური თონეში გამომცხვარი,წიწილა შამფურზე,ყაურმა,კუჭმაჭი ,სასმელები საფერავი,წინანდალი,ხვანჭკარა,და კიდევ უამრავი,ჩურჩხელა და ჩირი,ნიგვზიანი ფხალეული--მოკლედ სამეფო სამზარეულო გვაქვს,ვინ შეგვედრებაა? ვერავინ.გამისინჯია ყველა ქვეყნის სამზარეულო,ღვინოებიც და ქართულს ვერც შეედრება ვერავინ
30 სექტემბერი 2016 18:10
clebia italiashi var da xahapurze gijdebian via axsovs pica.gemrielad miirtmeven xmel lobios da mcniils kombostosi hemi damcnilebuli ise rom qartulad momzadebulze mcare mjave cxaree ukve daagemovnes da dzaan mocont
ხატია
30 სექტემბერი 2016 02:58
პიცა მას მერე აღარ გამომცხვარა ამ ოჯახში რაც ხაჭაპურის კეთება დავიწყე ))) დანარჩენი ქართული კერძებიც ძალიან მოსწონთ იტალიელებს მაგრამ ამათთვის ცოტა მძიმე და მძაფრია ))) ჩურჩხელაზე ირევიან კიდევ და ვერაფრით ვერ დაიმახსოვრეს სახელი ყველა "სალსიჩას" ეძახის ( ძეხვი )
nato
29 სექტემბერი 2016 23:18
წლებია ესპანეტსჰი ვცხოვრობ...სად ქარტული სამზარეულო და სად ესპანური, რა ტქმა უნდა-ქარტული ჯობია! წერტილი!!!!!!
nanuli
29 სექტემბერი 2016 11:20
გააჩნია იტალიაში ვინ რომელ რეგიონში ცხოვრობს,თორემ როგორ არ ხმარობენ პიცისთვის მაიონეზს,ტონოს და მაიონეზს ერთმანეტში თქვეფენ და გამომცხვარ პიცას ზემოდან უსვამენ,ასევე ეგრეთწოდებულ "ტრამეძინე"-ში მაიონეზს ასხამენ.......
zuka
28 სექტემბერი 2016 23:59
ხალხო მისმინეთ რა იტალია საფრანგეთი და ესპანეთი სად იყვნენ ეს ერები მაშინ როცა კოლხები ისეთ საჭმლებს აკეთებდნენ კაცი რო მიუჯდებოდა ძღომას ვერ იგრდზნობდა თვით არქანჯელო ლამბერტი ამბობს არსად ისეთი საჭმელი მინახავს როგორიც სამეგრელოშიო და კიდევ ერთს დავამატებ აი იტალია და საფრანგეთზე ვერაფერს ვიტყვი კაი კერდზები აქვთ მაგრამ ესპანეთი სადაოა რადგან რკგორც ვიცით ისინი და იქებენ იმ საჭ.ლებუთ რომლებსაც ბასკები ამზადებენ არ დაგვავიწყდეს რიმ ისინი ჩვენი შთამომავლები არიან მადლობთ ყურადღებისთვის
ემიგრანტი
28 სექტემბერი 2016 12:08
წლებია ვცხოვრობ ევროპაში, ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია გერმანია, ჰოლანდია,ვყოფილვარ საფრანგეთსა და ავსტრიაში , მაგრამ იტალიას რომ სამზარეულო აქვს ისეთი ბევრ ქვეყანას შეშურდება....არა მარტო სპაგეტი დდაპიცა, მარტო 500სახეობის ყველი აქვთ იტალიაში,პიცის უამრავი სახეობა თუმცა მაიონეზიჭამიები არ არიანნ.....პიცაზე იტალიაში მაიონეზს არ ასხავენნ..რა აზრი აქვს ჩამოთვლას იტალიური კერძების იმდენია რომმმ....თუმცა ქართული სსამზარეულო არასდროს მიმიწევია გვერდზე, ხშირად აკეთებენ ქართველი ემიგრანტები იტალიაში ქართულ კერძებს და მათ მოსწონთ ძალიან,საერთოდ ნიგვზიანი საჭმელების გამო გიჟდებიან...
Agni Oninotna
06 აპრილი 2016 23:10
არა საქვარელო! ალბათ არ გიცხოვრიათ იტალიაში თორემ,იმიტომ ამბობთ მხოლოდ პიცა და მაკარონიო!იტალიელებს პიცის და მაკარონის გარდა მრავალი და მრავალი შესანიშნავი კერძები აქვთ! ჩვენგან განსხვავებით ცოტას აკეთებენ და ჩვენგან განსხვავებით ძალიან ცოტას ჭამენ და სვამენ!
Agni Oninotna
06 აპრილი 2016 23:04
იტალიის რომ მართლა პირველია და საფრანგეთის რა მოგახსენოთ!
გურული
06 აპრილი 2016 08:11
ევროპა ნამდვილად ვერ გვჯობნის კერძებში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები