სიცრუეთა ათეულში ლიდერობს "მოდელირებული ქრონიკა" - კვირის პალიტრა

სიცრუეთა ათეულში ლიდერობს "მოდელირებული ქრონიკა"

საქართველოს მოსახლეობას თავზარი დასცა პროსახელისუფლებო არხის, "იმედის"  მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 თვის შემდეგ, რუსული არმიის საქართველოში განმეორებით შემოჭრის ცნობის გავრცელებამ.

ამ ექსცენტრიკულმა სიცრუემ გვიბიძგა, შეგვედგინა ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელ და შეურაცხმყოფელ სიცრუეთა ათეული, რომელშიც პირველ ადგილზე სწორედ 13 მარტის ქართული ქრონიკაა.

"შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულში "მოდელირებული ქრონიკა" ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორებიცაა 1999 წელს ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხლის ნგრევის შესახებ, რაც ვითომდა წარმოუდგენელმა წყალდიდობამ გამოიწვია და ორსონ უელსის 1938 წლის რადიოადაპტაცია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ.

ათეულში შევიდა, აგრეთვე აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  დროს ეშლი ტოდის ტყუილი, თითქოს მას აიძულებდნენ, ჯონ მაკ-კეინისთვის მიეცა ხმა. როცა  პოლიციამ საქმის ძიება დაიწყო, გაირკვა, რომ ტოდი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.

ამავე ნუსხაში მოხვდა თვითმარქვია რომანოვების განცხადებები. რამდენიმე ქალი ამტკიცებდა, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის უმცროსი ქალიშვილი ვარო, აღსანიშნავია, რომ ცრუ "ანასტასიებიდან" ანა ანდერსონმა თითქმის მიაღწია რომანოვების სახლის აღიარებას. ათეულში მოხვდა ასევე 2009 წელს კოლორადოში მომხდარი ამბავი. მთელი მსოფლიო "ეი-ბი-სის" ეთერით თვალს ადევნებდა 6 წლის ბიჭის თავგადასავალს, რომელიც თითქოს ჰელიუმით სავსე საჰაერო ბურთმა გაიტაცა. ბიჭი სინამდვილეში სახლის სხვენში აღმოაჩინეს დამალული.

"შოკის მომგვრელ სიცრუეთა ათეულს" ასრულებს 1814 წელს ნაპოლეონ  ბონაპარტეს სიკვდილის შესახებ კოლინ დე ბორგის მიერ ინგლისში გავრცელებული ცნობა. ამ ცნობას ინგლისში ზეიმი მოჰყვა, რადგან ბონაპარტეს გარდაცვალება ომის დასრულებას ნიშნავდა. ინგლისელთა სიხარული მას შემდეგ დასრულდა, რაც გაირკვა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე ცოცხალი იყო.

"ტაიმი", დიდი ბრიტანეთი