უარი მტრის პროდუქციას
რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად იწყებენ ტექრეგლამენტების, სტანდარტებისა და სანიტარიული ნორმების
მოწესრიგებას. მოსკოვს საფიქრალი გაუჩნდა - როგორ მოახერხოს, რომ რუსეთის ბაზარზე არ შეაღწიოს არასასურველმა, დავუშვათ, რომელიმე აკრძალულმა ქართულმა პროდუქციამ.

სამმხრივი კომისია იმუშავებს ფიტოსანიტარიულ ნორმებზეც, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთის მთავარ სანიტარიულ ექიმს, გენადი ონიშჩენკოს საშუალება მისცა, აეკრძალა პოლონური ხორცის, მოლდავური და ქართული ღვინოების, ბორჯომის წყლისა და ბელორუსული რძის შემოტანა. რუსეთთან პოლიტიკური კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ ბარიერი პოლონური, მოლდავური, მით
უმეტეს, ბელორუსული პროდუქციისთვის გაუქმდა, ქართველი მწარმოებლებისთვის კი რუსეთის ბაზარი კვლავ დაკეტილია.

რუსეთი იმედოვნებს, რომ სამი ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ ექნეს არასასურველი საქონლის შესვლისგან თავდაცვის საშუალება. "ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ სანიტარიულ ექიმს შეუძლია მიიღოს ამა თუ იმ პროდუქციისგან ბაზრის დაცვის საგანგებო ზომები და
ეს პრაქტიკა შენარჩუნდება", - განაცხადა რუსეთის მრეწველობის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.
"რბკ დეილი", დიდი ბრიტანეთი
real07
22 მარტი 2010 12:27
მე პირადად აღარ ვყიდულობ რუსულ პროდუქციას აგვისტოს ომიდან მოყოლებული და ყველა ქართველს ამისაკენ მოვუწოდებ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები