უარი მტრის პროდუქციას - კვირის პალიტრა

უარი მტრის პროდუქციას

რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად იწყებენ ტექრეგლამენტების, სტანდარტებისა და სანიტარიული ნორმების

მოწესრიგებას. მოსკოვს საფიქრალი გაუჩნდა - როგორ მოახერხოს, რომ რუსეთის ბაზარზე არ შეაღწიოს არასასურველმა, დავუშვათ, რომელიმე აკრძალულმა ქართულმა პროდუქციამ.

სამმხრივი კომისია იმუშავებს ფიტოსანიტარიულ ნორმებზეც, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთის მთავარ სანიტარიულ ექიმს, გენადი ონიშჩენკოს საშუალება მისცა, აეკრძალა პოლონური ხორცის, მოლდავური და ქართული ღვინოების, ბორჯომის წყლისა და ბელორუსული რძის შემოტანა. რუსეთთან პოლიტიკური კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ ბარიერი პოლონური, მოლდავური, მით უმეტეს, ბელორუსული პროდუქციისთვის გაუქმდა, ქართველი მწარმოებლებისთვის კი რუსეთის ბაზარი კვლავ დაკეტილია.

რუსეთი იმედოვნებს, რომ სამი ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ ექნეს არასასურველი საქონლის შესვლისგან თავდაცვის საშუალება. "ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ სანიტარიულ ექიმს შეუძლია მიიღოს ამა თუ იმ პროდუქციისგან ბაზრის დაცვის საგანგებო ზომები და ეს პრაქტიკა შენარჩუნდება", - განაცხადა რუსეთის მრეწველობის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

"რბკ დეილი", დიდი ბრიტანეთი