აშშ საქართველოში აპირებს... - კვირის პალიტრა

აშშ საქართველოში აპირებს...

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 26 მარტს განაცხადა, რომ აპირებს იმ პროგრამის განხორციელებას, რაც საქართველოს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის, ასევე

ხორვატიისა და უნგრეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პენტაგონმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ის კონგრესს, რომ მას დაგეგმილი აქვს თავისი სამხედრო კონტინგენტის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება.  ეს აუცილებელია ავღანეთში ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის მოსამზადებელი პერიოდის "სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".

საგულისხმოა, რომ პენტაგონის ეს განცხადება ფეხდაფეხ მოჰყვა რფ-ის და აშშ-ის პრეზიდენტების - დმიტრი მედვედევის და ბარაქ ობამას სატელეფონო მოლაპარაკებას - 2010 წლის 8 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

ა.წ. იანვრის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს თავისი ქვეყნის ტერიტორია პლაცდარმად შესთავაზა ავღანეთში ექსტრემალურ მოძრაობა "თალიბანზე" დასარტყმელად.

ქართველმა ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის სახელმწიფოს საზღვაო პორტები დაუთმოს ნატოს შეიარაღებულ ძალებს ხომალდებისთვის, აეროპორტები კი ნატოს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის ჩასასხმელად.

"ერ-ბე-კა დეილი", რუსეთი