საქართველოში მშვიდობა იქნება - კვირის პალიტრა

საქართველოში მშვიდობა იქნება

მოსკოვი და თბილისი ოფიციალურად კვლავ ომის მდგომარეობაში არიან, მაგრამ წყნარად, უხმაუროდ, ნელ-ნელა ამყარებენ მშვიდობას. მოულოდნელი დათბობის

მიზეზი წინასაოლიმპიადო სამზადისია, ანუ რუსეთს სურს, წარმატებით და უპრობლემოდ ჩაატაროს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში, რომელიც აფხაზეთიდან 25 მილში მდებარეობს. ამიტომ საჭიროა საქართველოსთან უთანხმოების შერბილება და მშვიდობის შესანარჩუნებლად თბილისის ეკონომიკურად დაინტერესება, ვაჭრობის აღდგენა.

მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსალოდნელ ტერაქტებს უფრთხის. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი თამაშების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა უშიშროების კომიტეტიც ჩამოაყალიბა სოჭში ოლიმპიური თამაშების მომზადების პროცესის გასაკონტროლებლად.

მაგრამ ოლიმპიური თამაშების მშვიდობიანად ჩატარების გარანტიებისთვის პრეზიდენტმა მედვედევმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს - არა მარტო ის, რომ უშიშროების ძალებს მოსკოვის კონტროლირებად ჩრდილოეთ კავკასიაში დაპატიმრებებისა და საეჭვო პირების დახოცვის უფლება მისცეს. მან უნდა დააშოშმინოს თავისი იმპერიის ყველაზე მშფოთვარე კუთხეები და უახლოესი მეზობელი ფეთქებადი რეგიონები. საქართველოსთან უჩუმრად მშვიდობის დამყარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

"ნიუსვიკი", აშშ