ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთი ხალხში გაიყვანა - კვირის პალიტრა

ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთი ხალხში გაიყვანა

13 აპრილს ცხინვალს ვლადიკავკაზიდან ეწვია ნიკარაგუის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ სამუელ სანტოს ლოპესის მეთაურობით. სტუმრებმა რეზიდენტ ედუარდ

კოკოითისთან შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტი ნიკარაგუაში, რომელიც მაის-ივნისში უნდა შედგეს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ და საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის მუდმივი კონსულტაციის პროტოკოლს. კოკოითიმ სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა თავისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა შეუთვალა პრეზიდენტ დანიელ ორტეგას, ლოპესი კი ოსი ხალხისთვის გაწეული დამსახურებებისთვის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა ეთქვა: "აქეთ მომავალთ გვესმოდა საქართველოს მხრიდან პროტესტი. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო მუქარის მიუხედავად, ნიკარაგუა მუდამ თქვენ გვერდით იქნება". შემდეგ დასძინა, რომ მსოფლიოში გაჩნდა "ახალი ხალხი, სამხრეთ ოსეთის თავისუფალი მოძმე ხალხი".

საღამოს დელეგაცია ომის დროს დანგრეულ სოფელ ხეთაგუროვოში წაიყვანეს, რომლის აღდგენა ჯერაც არ დაუწყიათ. სწორედ აქაურობამ მოახდინა სტუმრებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და გასაკვირი არ არის, რომ გვიან ღამით, ფურშეტზე, ნიკარაგუელები  კოკოითის გულწრფელად ეფიცებოდნენ ძმობასა და ერთგულებას.

მეორე საღამოს ნიკარაგუის დელეგაცია  აფხაზეთს ეწვია მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე კიდევ ერთი "მოძმე ხალხის" აღმოსაჩენად...

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი