საქართველო ადასტურებს... - კვირის პალიტრა

საქართველო ადასტურებს...

საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ მაღალგამდიდრებული ურანის პარტია დააკავა და რუსეთს ბრალი დასდო - ისეთ არასტაბილურობას ქმნის,

რომელიც ბირთვული იარაღის კონტრაბანდისტებს რეგიონში ოპერირების საშუალებას აძლევსო. სააკაშვილმა კონფისკაციის დეტალები არ გათქვა, მაგრამ განაცხადა, რომ ურანი ხელთ გასულ თვეში ჩაიგდეს.

სააკაშვილის მთავრობა ვეღარ აკონტროლებს საქართველოს მეამბოხე რეგიონებს, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადეს და პრეზიდენტი ამბობს, რომ კონტრაბანდის ეს ფაქტი რეგიონში უსაფრთხოების შავი ორმოს არსებობაზე მიუთითებს. "ასეთი ფაქტები ძირითადად რუსეთიდან მოდის", - ამბობს სააკაშვილი.

ურანის კონფისკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გასულ კვირას ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ამოტივტივდა. სამიტს ბარაქ ობამა მასპინძლობდა და მას სააკაშვილიც ესწრებოდა. პირველად ეს ცნობა ბრიტანულმა Guardian-მა გაავრცელა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის კონტროლქვეშ საქართველოს ორი მეამბოხე რეგიონი ბირთვული მასალის კონტრაბანდისტთა თავშესაფარია. რუსეთმა საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებას სიცრუე უწოდა. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ერთმანეთს გადამტერებული მეზობლების ურთიერთობა.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ