Le Monde: "დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში"
11-05-2017
Le Monde: "დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში"
ფრანგული გამოცემა Le Monde დონალდ ტრამპის მიერ საკანონმდებლო იმ აქტის ხელმოწერას გამოეხმაურა, რომელშიც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.
გამოცემაში სტატია, სათაურით "დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში" 11 მაისს გამოქვეყნდა.

"შორეული საქართველოს მოხსენიებამ 700-გვერდიან საკანონმდებლო დოკუმენტში შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა. მოსკოვის გადმოსახედიდან ეს დოკუმენტი შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც იმედებს უცრუებს მოსკოვს ვაშინგტონთან დაახლოებაში", - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

სტატიის თანახმად, დოკუმენტში,
რომელშიც დეტალურად განსაზღვრულია აშშ-ის ფედერალური მთავრობის უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, ნახსენებია "რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია". შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით, რომელსაც ხელი 6 მაისს დონალდ ტრამპმა მოაწერა, აკრძალულია ყველა პროგრამების ან სახელმწიფოების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ოკუპაციას ან არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ
მთლიანობას. რაც შეეხება სახელმწიფოებს, საუბარია იმათზე, ვინც აღიარა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა.

სტატიის ავტორი, ბენუა ვიტკინი აღნიშნავს, რომ არც ბუშის და არც ბარაქ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს ორ ტერიტორიაზე მოსკოვის ქმედებებისთვის ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუცია.

სტატიის თანახმად, ქართველმა დიპლომატმა ანონიმურად განაცხადა, რომ "ეს უპრეცედენტო და საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია დონალდ ტრამპისგან". ქართველი დიპლომატის თქმით, "წარსულში ვაშინგტონი ყოველთვის მხარს გვიჭერდა და რეგულარულად აღშფოთებას გამოხატავდა, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი აშკარა და ძლიერი დოკუმენტი".

"საქართველოსა და "რესპუბლიკელი" ქორებისთვის ეს გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება. "ამ კანონით აშშ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა", - ვკითხულობთ სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"
მედეა
23 ოქტომბერი 2017 12:22
ერთადერთი ძლიერი ქვეყანა-- ჩვენი მხარდამჭერი---ამერიკის შეერთებული შტატებია, ( ჩვენი ადგილმდებარეობისა და რუსეთთან დაპირისპირებისა გამო)! გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი ასეთ მტკიცე მხარდაჭერას არ გვიცხადებენ---რუსეთს ეკრძალვიან!---ჩინეთიც თუ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მსგავსი მხარდამჭერი იქნება ჩვენი, რაღა გვიჭირს. კავკასიის შვეიცარიად" გადავიქცევით, ამინ! რუსეთს ჩინეთისა უნდა ეშინოდეს. მხოლოდ ჩინეთს აქვს რუსეთის დაჩაგვრისა და დაკნინების პოტენცია. ამერიკა არაფერს დააკლებს რუსეთს, ისე ეპაექრება მხოლოდ, რუსეთთან ჭიდილი მას სჭირდება, მსოფლიო პოლიტიკის გატარებისთვის. რუსეთის დამცრობა მის გეგმებში არ შედის. სულ სხვაა ჩინეთი. მისი უშუალო მეზობელი და მეტოქე. ტერიტორიული პრეტენზიების გარდა ---ციმბირის საბადოების ხიბლი და მსოფლიო ბატონობის მზარდი სურვილი ჩინეთს რუსეთის დამამხობლად აქცევს 20-30 წელიწადში. ჩვენ რას გვიზამს ის ჩინეთი --ესაა დასაფიქრებელი. ღმერთო გაგვიყვანე სამშვიდობოს!
kako
23 ოქტომბერი 2017 11:11
არაფრისმომცემი ძლიერი დოკუმენტი თქვენ და ტერიტორიები კი რუსეთს. თუ ტრამპმა ოკუპაციის კვალიფიკაცია მისცა მოსკოვის ქმედებას თქვენ რა მოგემატატ ამით? რა თქვენ არ იცოდით რომ ტერიტორიები ოკუპირებული იყო?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?