სააკაშვილი რომის პაპს შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 7 მაისს, რომის პაპის ბენედიქტე XVI-ისა და საქართველოს მეთაურის მიხეილ

სააკაშვილის შეხვედრა შედგა. აუდიენციის დროს რომის პაპმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს როლი ქრისტიანულ სამყYაროში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პონტიფიკოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გულითადი მოკითხვა გადასცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

სააკაშვილმა და რომის პაპმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი ურთიერთობისა და კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. სააკაშვილმა კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობაც გააცნო. ბენედიქტე  XVI-სთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი პაპის მდივანს, კარდინალ ტარჩიბიო ბერტონეს შეხვდა. საქართველოსა და ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობა ვატიკანის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 1992 წელს დამყარდა. იმავე წლიდან თბილისში ფუნქციონირებს ვატიკანის ნუნციატურა.

საქართველო პირველი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც 1999 წელს ახლანდელი პონტიფიკოსის წინამორბედმა - იოანე-პავლე მეორემ მოინახულა.

ბი-ბი-სი, აშშ