საით, საქართველოს მომავალო?.. - კვირის პალიტრა

საით, საქართველოს მომავალო?..

როდესაც ქართულ საკურორტო ქალაქ ბათუმიდან თურქეთისკენ შავი ზღვის გასწვრივ გაჭიმულ გზას მანქანით მიუყვები, თვალი ჩერდება თურქეთის მხარეს

სანაპიროსთან წამოჭიმულ მეჩეთებსა და სასაზღვრო პოსტების სილუეტებზე. საზღვრის გადალახვის შემდეგ გაოცებს ის, რომ განსხვავება ორი ქვეყნის კეთილდღეობას შორის თვალში საცემი არ არის. გვეგონა, თურქეთი უფრო მდიდრულად გამოიყურებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ ანატოლიაში, აგრარულ სივრცეში შესვლისას, აქაურობა უფრო ღარიბულად მოგვეჩვენა, ვიდრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, რომელიც საზღვრის მიღმა დავტოვეთ.

ირონიულად ჟღერს, მაგრამ ეს სივრცე, სადაც თურქეთი და საქართველო უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე თავის დედაქალაქებთან, თურქეთის ის მიყრუებული მხარეა, რომელსაც საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესში ფლაგმანის როლი ენიჭება. აქვე, საზღვართან, გზის გაყოლებაზეა ბათუმი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მიმდევრები მედგრად და იმედიანად უბიძგებენ მომავლისკენ.

შენდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და მე-19 საუკუნის პატარა ქალაქის ცენტრი მართლაც ახლდება. აშენდა სანაპირო ბულვარი, სადაც უამრავი შადრევანია.

ბათუმი სასიამოვნო ადგილია, მაგრამ ვიდრე ბარსელონასთან მისი შედარება შესაძლებელი გახდება (პრეზიდენტის თქმით, ბათუმი ბარსელონას ქართული ვერსია იქნება), განვითარებისთვის ათწლეულები დასჭირდება - არა მხოლოდ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მრავალფეროვნება კმარა, არამედ მცირე ბიზნესის განვითარება, იქ მცხოვრებთა კეთილდღეობის შექმნა, რომელთა მონაწილეობითაც კიდევ უფრო განვითარდება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

ამავე დროს, სასტუმროს ერთი აქაური თანამშრომლის თქმით, ბათუმი ალბათ საქართველოსთვის ტრადიციულ ტურისტებს - რუსებს, უკრაინელებს და დსთ-ის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უფრო მოიზიდავს, ვიდრე დასავლეთევროპელებს. ალბათ ასეა, რადგან საქართველოს, როგორც საკურორტო სამოთხის, რეპუტაცია ამ ქვეყნებში საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა, დსთ-ის მიღმა კი ასეთი რეპუტაცია შესაქმნელია.

თქმა არ უნდა, საბჭოთა ეპოქაში საქართველო ტურისტული მაგნატი იყო. საქართველო თავისი ველური, ბუნებრივი მშვენიერებით, ამაყი, სიცოცხლით სავსე, ექსპრესიული ხალხით, გემრიელი ხილით, ბოსტნეულით და ადგილობრივი ღვინით დღესაც საოცრად მიმზიდველი ადგილია. ჩემი ვარაუდით, საბჭოთა ეპოქის ნაცრისფერ და გახევებულ რეალობაში აქაურობა სიცოცხლის, შედარებითი თავისუფლების ედემად ითვლებოდა, ედემად, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსავით, საბჭოთა მოქალაქეებისთვის აკრძალული არ იყო.

"ტელეგრაფი", დიდი ბრიტანეთი