აღწერა კოდორის ხეობაში - კვირის პალიტრა

აღწერა კოდორის ხეობაში

აფხაზეთის ხელისუფლება კოდორის ხეობის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის აღწერას იწყებს. სოფლების: კუაფჩარის, ჩხალთის, აჟარის, გენწვიშის, გვანდის,

საკენის მცხოვრებთ ორი წელია ქართულის გარდა, სხვა პირადობის მოწმებები არ გააჩნიათ. სოფლებში მეტწილად სვანები (ქართველები) ცხოვრობენ.

2008 წლის 12 აგვისტოს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად კოდორის ხეობის ზემო ნაწილი ქართული ჯარებისგან გათავისუფლდა. ამგვარად, აფხაზეთმა თავისი იურისდიქცია რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა.

"მოსახლეობის აღწერის შემდეგ აფხაზეთის მოქალაქეობის მოქმედი კანონის მიხედვით, ყველას მიეცემა პირადობის მოწმობები, მერე კი აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი", - თქვა კოდორის ხეობაში აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი ჯონუამ. მანვე განაცხადა, რომ გზა ხეობისკენ 20 წელია არ გარემონტებულა, ახლა იწყება სამუშაოები რაიონის ადმინისტრაციის და ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით.

2008 წლის სექტემბრიდან ზემო კოდორის ხეობის სოფლებში რეგულარულად ჩადიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები და ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგს ატარებენ.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი