რუსული პრესა: "სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ"
რუსული პრესა: "სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ"
საქართველოს ფილტვები: გამოცხადებული ხანძრის ქრონიკა

რამდენიმე ათეული ჰექტარი გადამწვარი უნიკალური ტყის მასივი და ძლიერი კვამლის გამო ნაწილობრივ ჩაშლილი საკურორტო სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში - ასეთია ხუთი დღის განმავლობაში მძვინვარე ხანძრის უმძიმესი შედეგები საქართველოში - ხანძრისა, რომლის ჩაქრობა 1000-მდე მეხანძრის, მეტყევის, მაშველისა და მფრინავის არნახული თავგანწირვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჯერ კიდევ უცნობია რა მასშტაბის იქნება საბოლოოდ, ქვეყნის ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანი.

"ამერიკის ხმის"
მიერ მომზადებული სტატიის მიხედავით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის
მტკიცებისა, რომ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის, "ბოლო დღეეების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს კრიზისების მართვის გეგმამ, ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ დონეზე სათანადოდ ვერ იმუშავა".

თურქული გამოცემა «Hürriyet» წერს, რომ საქართველოში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრისაგან წარმოქმნილი კვამლი არტაანის ილში, ქალაქ
პოსოფშიც შეიმჩნევა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ხანძრის ჩაქრობაში თურქული ვერტმფრენები და სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი მონაწილეობს.

სომხური გამოცემა «Новое время» სტატიას აქვეყნებს სათაურით, "საქართველო ცეცხლშია".
"ქართველი ცეცხლთანმებრძოლები ბორჯომის ხეობის ტყეში გაჩენილ ხანძარს თავგანწირულად ებრძვიან, რათა საკურორტო რეგიონი სტიქიისაგან დაიცვან", - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც მიმოხილულია აგრეთვე საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ხანძრები.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მომხდარი ხანძრები. ყურადღება გამახვილებულია "ბავშვთა სამყაროს" ხანძარზე, რომლითაც სტიქიის პერმანენტული პროცესი დაიწყო: მას მოჰყვა "ელიავას ბაზრობა", "შარავანდის" სტამბის საწყობი, "ფოთის ბაზარი", "ისნის ბაზრობა" და სხვები. "სავაჭრო-სამრეწველო ობიქტებზე გაჩენილ ხანძრებს ბოლო დროს ტყის ხანძრებიც დაემატა, რომელთაგან ბოლო დროს ზოგიერთი თბილისი შემოგარენშიც მოხდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. (წყარო)

ბორჯომის ტყის ხანძარს გამოხმაურება რუსულ პრესაშიც მოჰყვა. გაზეთმა «КоммерсантЪ»-მა 23 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით (პოლიტიკური სიტუაციის კვალობაზე) - "სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ" (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოსთვის გაწეული საერთაშორისო დახმარება ცეწცხლის სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. «Независимая газета» სტატიაში "საქართველოს უარი რუსეთის დახმარებაზე" ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის მხრიდან დახმარების მიღებაზე, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ოპოზიციამ მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაგმო. პუბლიკაციაში ციტირებულია "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, პარლამენტის დეპუტატის ადა მარშანიას განცხადება: "ეს გაუმართლებელი ნაბიჯია. საქართველოში ხომ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის. სადაა მაშინ ჩვენი პრინციპულობა და პატრიოტიზმი?".

მოამზადა სიმონ კილაძემ
ასტა
23 ოქტომბერი 2017 14:23
ადა მარშანია ერთი უთავმოყვარეო ქალია რომლის გაუაზრებელი სიტყვებიც არაერთხელ წინ დახვედრია საქართველოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?