სუზან შაინი: "მენდეთ, ღირს საქართველოს ნახვა..."
სუზან შაინი: "მენდეთ, ღირს საქართველოს ნახვა..."
აშშ-ის ყოველდღიური საერთოეროვნული გაზეთი USA Today-ის კორესპონდენტი, მოგზაური სუზან შაინი მკითხველებს ევროპული მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც იგი იმყოფებოდა, საქართველოა.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ვაღიარებ, როცა პირველად გადავწყვიტე საქართველოში წავსულიყავი, კარგად არც კი ვიცოდი, სად მედებარეობდა ეს ქვეყანა. აღმოჩნდა, რომ ეს პატარა ქვეყანა კასპიისა და შავ ზღვებს შორისაა მოქცეული, ჩრდილოეთით მას რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან კი - თურქეთი.

მენდეთ, რომ ღირს საქართველოს ნახვა.

პირველ რიგში რამდენიმე დღე ამ ქვეყნის დედაქალაქ თბილისში
უნდა გაატაროთ. ვიწრო ქუჩა-ბანდებით და ავარიული, დანგრევის პირას მისული შენობები თბილისის ხიბლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მეორე - როცა ცივი ამინდია, შეგიძლიათ ზოგიერთი ქართულკი კერძი მიირთვათ და გათბებით. ჩემი რეკომენდაციით, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი საჭმელი
ხაჭაპურია - პურის ცომით, ყველით და კვერცხით. ჩემი თბილისური მოგზაურობის დროს საკმაოდ ბევრი ხაჭაპური მივირთვი.
კავკასიის მთები, ფოტოგრაფი ლისა ლინცენი
არ დაივიწყოთ ღვინო. ამ დღეებში დადგინდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, საქართველოში ამ სასიამოვნო სასმელის წარმოება თურმე 8 ათასი წლის წინ დაუწყიათ. რასაკვირველია, რადგან ახლა საქართველოში ზამთარი ახლოვდება, თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას ვაზის მოსავლის აღებაში, სამაგიეროდ ისიამოვნებთ მისი საბოლოო პროდუქტით, თუ საქართველოს ერთ-ერთ მეღვინეობის კომპანიას ეწვევით.

რობერტ კუპერი, თბილისში არსებული ბარის DiveXFabrika-ს მფლობელი, ღვინის დაგემოვნების მოყვარულებს გირჩევთ ეწვიოთ დედაქალაქიდან 70 კმ-ის მოშორებით მდებარე სიღნაღს, სადაც კახეთის ნაყოფიერ ველს გადახედავთ, ჭაღარა კავკასიონის ფონზე და თავს იქ მომხდარი ისტორიული მოვლენების მონაწილედ იგრძნობთ".

და რასაკვირველია, საქართველოში თქვენი ყოფნა სრულყოფილი არ იქნება თუ თვით კავკასიის ბუმბერაზ მთებს ახლოს არ ნახავთ: "მათი სილამაზე აუწერელია", - ამბობს რობერ კუპერი, - "იქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, სათხილამურო ინსფრასტრუქტურის ჩათვლით, თან საკვირველ დაბალ ფასებში... გუდაურს 22 სათხილამურო ტრასა აქვს და შეგიძლიათ 20 დოლარად ისარგებლოთ. აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ მოსახლეობაზე - შეგიძლიათ  ნებისმიერ სოფელში შეჩერდეთ, კარზე დააკაკუნოთ და იქ თქვენ გულუხვი მასპინძლები გელოდებიან. მსოფლიოში ასეთ კარგ სათხილამურო ადგილს სხვაგან ვერსად ნახავთ".

აუცილებლად მოინახულეთ ყაზბეგიც. იქ თქვენ ისეთ სასტუმროს ნახავთ, რომელიც პირადად მე მსოფლიოში ყველა სასტუმროს მირჩევნია: ძალიან მაგარი პანორამული ხედებია", - წერს სუზან შაინი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა