აშშ შეცდომას აღიარებს - კვირის პალიტრა

აშშ შეცდომას აღიარებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა რუსეთისა და ევრაზიის რეგიონის საქმეებში, მაიკლ მაკფოლმა, ამერიკაში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი

მედვედევის ჩასვლამდე პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-რუსეთის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ისინი თანაბარუფლებიანი პარტნიორები იქნებიან.

მაიკლ მაკფოლმა აღიარა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თავის საგარეო-პოლიტიკურ წარუმატებლობად მიიჩნევს სიტუაციას საქართველოში. "ობამას ადმინისტრაციის მიზანია, რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულება და საქართველოს ტერიტორიული იდენტურობისა და მთლიანობის აღდგენა. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებული სხვა მიზნებიც გვაქვს.

ჩვენი მიზანია საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიის განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელისშეწყობა", - განაცხადა მაკფოლმა, მაგრამ დანანებით აღნიშნა ის, რომ ამ მხრივ აშშ-ის მცდელობამ საგრძნობი შედეგი ვერ გამოიღო.  "მივაღწიეთ კი პროგრესს ამ მთავარი მიზნების განხორციელებაში? არა, ვერ მივაღწიეთ. ეს ასეა. ჩვენ გვაქვს მიზანი, გვაქვს სტრატეგია, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან.

მაგრამ მივაღწიეთ კი რეალურ პროგრესს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში? პასუხი ასეთია - არა!" მაკფოლი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველას, მიაწოდოს წინადადებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის განმტკიცების წარმატებით განხორციელება.

"მაინტერესებს, გავიგო, თუ არსებობს ალტერნატიული სტრატეგია, რომელიც მეტი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ცნობილია, ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე სტრატეგიის შემუშავება და რეალიზება. ჩვენ მზად ვართ ალტერნატიული სტრატეგიის მისაღებად", - აღნიშნა ბატონმა მაკფოლმა.

იბეჭდება შემოკლებით

ბი-ბი-სი, აშშ