"Financial Times"-მა საქართველო ძირითად ტურისტულ მიმართულებებში შეიყვანა - კვირის პალიტრა

"Financial Times"-მა საქართველო ძირითად ტურისტულ მიმართულებებში შეიყვანა

"თქვენ ნახავთ თოვლიანი მწვერვალებს, საუცხოო ღვინოს, ვენახებს, უძველეს ათასწლოვან ეკლესია-მონასტრებს და დატკბებით ქართული სამზარეულოს კერძებით"

ბრიტანულმა გამცემამ «Financial Times» გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: სად წავიდეთ 2018 წელს? მასში მიმოხილულია ახალი 2018 წლის ძირითადი ტურისტულ-სამოგზაურო მიმართულებები ბრიტანელებისათვის - პაკისტანი, საუდის არაბეთი, ზიმბაბვე, სეიშელის კუნძულები, კანადა და სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც:

"ბრიტანელებში მატულობს ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მიმართ. საქართველო მათ შორის გამორჩეულია ტურისტების ნაკადის სწრაფი მატების პროგნოზით 2018 წლისათვის, მით უმეტეს, რომ ეს სახელმწიფო მომავალ წელს თავისი დამოუკიდებლობის ასი წლისთავს ზეიმობს.

ადრე საქართველოში ჩასვლა სხვადასხვა ქვეყნებიდან დისკომფორტთან იყო დაკავშირებული (თვითმფრინავით ჯერ მოსკოვში ან ვენაში და შემდეგ თბილისში), ახლა კი შეიძლება ლონდონიდან პირდაპირ თბილისში ჩაფრენა, ავიარეისები Georgian Airwaysის მიერ 2017 წლის მაისიდან კვირაში ორჯერ სრულდება. "ამ მოვლენას ნამდვილად გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისათვის", - ამბობს ტურისტული კომპანია Wild Frontiers-ის წარმომადგენელი ჯონი ბილბი, - "საქართველოს, ეპიკური მთიანი პეიზაჟების გარდა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: აქ, ამ უძველეს სახელმწიფოში თავიანთი კვალი დატოვეს არაბებმა, სპარსელებმა, თურქებმა, რუსებმა, ჯვაროსანმა რაინდებმა და "აბრეშუმის დიდი გზის" სავაჭრო ქარავნებმა".

2017 წელს უნგრეთის ავიაკომპანია Wizz Air-მა დანიშნა ავიარეისი ლონდონი-ქუთაისი (ეს ქალაქი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს), რომელიც საშუალებას აძლევს ქუთაისიდან თბილისისაკენ მიმავალ ტურისტებს ქვეყნის ამ ნაწილის ღისშესანიშნაობები დაათვალიერონ. 2018 წელს Wizz Air-ი გააფართოებს თავის მარშრუტებს პარიზის, რომისა და ბარსელონას მიმართულებითაც. როგორც ტურისტული კომპანია Steppes Travel-ის მენეჯერი ჯასტინ ვოთერიჯი ამბობს, "კავკასია ძალზე შთამბეჭდავი რეგიონია მოგზაურობისათვის: საქართველოში თქვენ ნახავთ თოვლიანი მწვერვალებს, საუცხოო ღვინოს, ვენახებს, უძველეს ათასწლოვან ეკლესია-მონასტრებს და დატკბებით ქართული სამზარეულოს კერძებით. თბილისი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კულტურული "უიკ-ენდ"-ისათვის თავისი თანამედროვე ხელოვნების გალერეებით და ცნობილი რესტორნებით, სადაც ყველანაირ სასურველ ნუგბარი კერძებს ამზადებენ". (წყარო)

მომზადა სიმონ კილაძემ