ამერიკული ფარი
ამერიკა-რუსეთის მორიგი სამიტის წინ და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამერიკაში ჩასვლამდე აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

- ამერიკას ძალიან უნდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს მეგობარი ქვეყნების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, - განაცხადა მარშალის ცენტრში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ  გორდონმა, - ჩვენ უწინდებურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან და ყველაფერს ვიღონებთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების დასაცავად.

ამ შეხვედრაზე ლაპარაკი იყო რუსეთის იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ის ჯიუტად არ ასრულებს.

ფილიპ გორდონმა განაცხადა:
- "რუსული ჯარები კვლავ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დგანან. არადა, შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მათ ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებს. ამ ვალდებულებების შესრულების მაგივრად რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

ეს პოზიცია რუსეთს გარკვევით მოვახსენეთ. ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ ვალდებულებების და იმ პირობების შესრულებას,
რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშია გაწერილი. იგი ითვალისწინებს ძალის გამოუყენებლობას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ჯარების უკან დახევას და საქართველოს საკითხის განხილვის მექანიზმების შემუშავებას.

ასევე აუცილებელია მდგომარეობის გამჭვირვალობა მთელ ქვეყანაში რასაც ვერ ვხედავთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც რუსები დგანან, სამაგიეროდ, ყველაფერი ნათელია იქ, სადაც ისინი არ არიან. რუსებს ამის პასუხი არა აქვთ. ამბობენ, არც საერთაშორისო დამკვირვებლები გვჭირდება, არც გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებიო. ჩვენი პასუხი კი ასეთია: რუსეთმა წინ უნდა წაიწიოს და უზრუნველყოს გამჭვირვალობა: ამ რეგიონში საერთაშორისო და არასამთავრობო დამკვირვებლების ყოფნა.

ძალზე განსხვავებულია მდგომარეობა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დევიდ კრამერმა თქვა: - ნუ დავივიწყებთ, იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა იყო მთავარი მიზეზი იმ ურთიერთობების ფორმირებისა, რაც ობამას ადმინისტრაციას წინა ხელისუფლებისგან ერგო მემკვიდრეობით.

როცა პრეზიდენტმა ობამამ ურთიერთობების "გადატვირთვის" გადაწყვეტილება მიიღო, პირადად მე ამით უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ეს არავის ინტერესებში არ შედიოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსკოვში ობამას ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო. პრეზიდენტმა იქ ძალიან კარგი სიტყვა თქვა. მის სიტყვაში გამოყენებული იყო საზოგადოებრიობისა და პოლიტიკური ოპოზიციის იდეები, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემები სწორედ იქიდან დაიწყო. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ობამამ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით მიიღო."

ბი-ბი-სი, აშშ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები