მოგზაურობა დედამიწის გარშემო 25 დღეში თბილისის გავლით - რას წერს "ბიზნეს ინსაიდერი" საქართველოზე? - კვირის პალიტრა

მოგზაურობა დედამიწის გარშემო 25 დღეში თბილისის გავლით - რას წერს "ბიზნეს ინსაიდერი" საქართველოზე?

ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში - Busines Insider UK – გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანია Abercrombie & Kent ტურიზმის მდიდარ მოყვარულებს 150 ათას დოლარად ძალზე საინტერესო მარშრუტს სთავაზობს: მოგზაურობას დედამიწის გარშემო 25 დღეში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება კერძო თვითმფრინავებით, ძვირფასი იახტებით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით და, საერთოდ ისეთი უმაღლესი დონის მომსახურებით, რასაც მილიონერები არიან მიჩვეულნი (ავტორი - სტეფანია ასიმკოსი).

25 დღიანი ტურის განმავლობაში მოგზაურები მოინახულებენ ექვსი კონტინენტის 7 ქვეყანას. მოგზაურობა იწყება მაიამში (აშშ, ფლორიდა), შემდეგ - ნიკარაგუა, ჩილე, აღდგომის კუნძული, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინდოეთი, ომანი, საქართველო და მთავრდება ნიუ-იორკით. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში მილიონერი ტურისტები ჩადიან მოგზაურობის 22-ე დღეს. "საქართველო - ქვეყანა, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება" - ასეა დასათაურებული პუბლიკაციის ბოლო ნაწილი, რომელშიც ვკითხულობთ:

"თბილისი მოგზაურობის დამაგვირგვინებელი ქალაქია. აქ თქვენ დაათვალიერებთ მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრეს, გაისეირნებთ ქალაქში, დატკბებით საგუნდო სიმღერებით და მუსიკალური სტილით. შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო ქართულ ადგილობრივ დელიკატესებთან ერთად. თბილისში ყოფნის ბოლო 24-ე დღე აღინიშნება გამოსათხოვარი ვახშმით".

მოგზაურობა 25-ე დღეს მთავრდება ნიუ-იორკში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ