კაჩინსკიმ ტრაგედიაზე პასუხისმგებლები დაასახელა - კვირის პალიტრა

კაჩინსკიმ ტრაგედიაზე პასუხისმგებლები დაასახელა

ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ბრონისლავ

კომაროვსკისთან, ტრაგედიაში დამნაშავედ პოლონეთის მთავრობა მიაჩნია. მისი თქმით, პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის დიდმოხელეებისათვის არ შეიძინა ახალი თვითმფრინავები. იაროსლავ კაჩინსკი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის მთავრობასაც აკისრებს.

იაროსლავ კაჩინსკის თქმით, კატასტროფის შემდეგ მის გაფრენას რუსეთში საგანგებოდ აფერხებდნენ, რათა ტრაგედიის ადგილზე პირველი ჩასულიყო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. "ამ საქმეში პრემიერ დონალდ ტუსკისა და რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინის როლი ჩემთვის გაუგებარია. მიმაჩნია, რომ არც ერთი მათგანი ჯეროვანი პატივისცემით და მონდომებით არ მოეკიდა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს. ტრაგედიის დღეს არც პოლონეთისა და არც რუსეთის პრემიერ-მინისტრებს არ მოუსამძიმრებიათ ჩემთვის", - ამბობს ლეხ კაჩინსკი.

შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკის სამთავრობო თვითმფრინავი სმოლენსკთან 10 აპრილს დაიღუპა. სახელმწიფოს მეთაური მეუღლესა და თანმხლებ პირებთან ერთად კატინში მიფრინავდა პოლონელი ოფიცრების მასობრივი დახვრეტის ადგილზე სამგლოვიარო ცერემონიაში სამონაწილეოდ.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი