ისრაელში პალესტინელებს დააფიცებენ - კვირის პალიტრა

ისრაელში პალესტინელებს დააფიცებენ

ისრაელის მთავრობამ ცვლილელები შეიტანა პალესტინელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში. კერძოდ, ლაპარაკია  ებრაული და

დემოკრატიული სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცის დადებაზე. არაბი სამართალდამცავები უკმაყოფილონი არიან ფიცის ფორმულირებით. მათი აზრით, ფიცში "ებრაული სახელმწიფოს" მოხსენიება არაიუდეველებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ისრაელის მოქალაქეები, აიძულებთ, აღიარონ "სიონიზმის პრინციპი".

გარკვეული ცვლილებები შეეხება პალესტინელებს, რომლებიც ქორწინდებიან ისრაელის მოქალაქეებზე და ოჯახის გაერთიანების პროგრამის თანახმად, სურთ მოქალაქეობის მიღება.

ოჯახის ახალ წევრებს ქვეყანაში ცხოვრების უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით მიეცემათ; ამასთან, პალესტინელი ან უცხოელი მოქალაქისთვის ისრაელელი ქალი თუ არ იქნება მისი ერთადერთი მეუღლე, მას ისრაელში ცხოვრების ნება არ მიეცემა.

ისრაელის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ შეზღუდვა გაურთულებს ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელის მოქალაქეობის მქონე პალესტინელთა გადაბირებას. ისრაელის მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ ისრაელის და პალესტინის ავტონომიის ტერიტორიებს შორის, რაც მათ მიმზიდველს ხდის ტერორისტებისათვის, რომლებიც გეგმავენ დივერსიას ისრაელის ტერიტორიაზე.

"ინტერფაქსი", რუსეთი