ევროკავშირის წარმომადგენლებს მანდატს უხანგრძლივებენ
ევროკავშირი, როგორც ჩანს, თავისი სადავო გეგმის შეცვლის ზღვარზეა. ამ გეგმის თანახმად კი ევროკავშირის 12 სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, მაგალითად,
ისეთი რეგიონებში, როგორებიცაა სამხრეთ კავკასია, მოლდავეთი, შუა აზია და სხვ. უნდა გაუქმებულიყო. 13 ივლისს ამ გეგმის განსახილველად ევროკავშირის ელჩები მესამედ შეიკრიბნენ.

ევროკავშირის 27 წევრი-სახელმწიფოს ფართო შეთანხმებით, 12 სპეცწარმომადგენლის მანდატი მინიმუმ 6 თვით უნდა გაგრძელდეს. ეს საკითხი საბოლოოდ 26 ივლისს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე გადაწყდება. მანდატი გაუგრძელდებათ წარმომადგენლებს სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთში,
მაკედონიასა და ახლო აღმოსავლეთში.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ქალბატონ კეტრინ ეშტონის გადაწყვეტილებით, მათ უახლოეს მომავალში უნდა შეეწყვიტათ საქმიანობა. კეტრინ ეშტონს პრობლემის გადაწყვეტა ბიუროკრატიული ბრძანებით სურდა, მაგრამ მისი გეგმები ცნობილი გახდა და ევროკავშირის წევრებს, რომლებიც ამ ნაბჯის ეწინააღმდეგებოდნენ, საშუალება ჰქონდათ, საკითხისათვის ფართო პოლიტიკური დატვირთვა მიეცათ.

დიპლომატებმა
ანონიმური საუბრის დროს განაცხადეს, რომ სპეცწარმომადგენლების შეცვლა უფრო დაბალი რანგის მოხელეებით (როგორც ამას ქალბატონი ეშტონი გეგმავდა), შესაბამისი ქვეყნების და იქ განვითარებული კონფლიქტების მიმართ ყურადღების მოკლებას გამოიწვევდა.

ქალბატონი ეშტონის აზრით, ზოგიერთი მოქმედი ელჩი (კონკრეტულად არავინ დაუსახელებია) საკუთარი შეხედულებით დამოუკიდებელად მოქმედებს, რაც ზოგიერთი წევრი-სახელმწიფოს უკმაყოფილებას იწვევს. მათ მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, პიტერ სემნების მსგავსი ელჩები, ისეთ პარტნიორთან ართულებს ურთიერთობას, როგორიც რუსეთია.

კეტრინ ეშტონის გეგმები იმ დიდი ამოცანის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების დაქვემდებარებაში მოქცევას გეგმავს; მაგრამ წევრ-სახელმწიფოებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ გეგმის მიმართ, მიაჩნიათ, რომ რადგან სპეციალური წარმომადგენლები წევრმა ქვეყნებმა დანიშნეს, მათი გამოწვევაც მათივე საქმეა და არა საგარეო პოლიტიკის უწყებისა.

ეშტონი რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ გააკრიტიკა იმისთვის, რომ იგი ბერლინის და პარიზის გავლენის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საკადრო გადაწყვეტილებებს ეხება.

რადიო "თავისუფალი ევროპა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები