"უმადური საქართველო" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა საქართველოზე?
23-05-2018
"უმადური საქართველო" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა საქართველოზე?
"როცა თბილისი ფსონს დებს რაღაც ჰიპოთეტურ და ბურუსით მოცულ, ჩრდილოვან "სავაჭრო დერეფნებზე", მას უნდა ახსოვდეს, რომ ნებით თუ უნებლიედ რისკის წინაშე აყენებს იმ პრეფერენციებს, იმ ენერგეტიკულ საპტრანსპორტო პროექტებს, რომლითაც საქართველო იკვებება"

აზერბაიჯანულ გამოცემაში «Minval» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "უმადური საქართველო".
ქვესათაურად კი ვკითხულობთ ფრაზას: "აზერბაიჯანი "რბილ ძალას" გამოიყენებს, რომ მეზობლები - აგრესორიც და სტრატეგიული პარტნიორიც - გონზე მოიყვანოს". სტატის ავტორია ტოფიკ აბასოვი.

სტატია შეეხება საქართველს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. "სავაჭრო დერეფნების" ამოქმედებასთან დაკავშირებულ
საკითხს, რომელზეც მსჯელობა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე იგეგმება.
რამ შეაშფოთა აზერბაიჯანული გამოცემა? -  ამას სტატიიდან შეიტყობთ, რომელსაც გთავაზობთ შემოკლებით:
"იმედი იმისა, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტის ბოროტი და დამღუპველი კურსი ხელისუფლებიდან სერჟ სარგსიანის წასვლის კვალობაზე შეიცვლებოდა, თვალდათვალ კლებულობს. აშკარად ჩანს, რომ ნიკოლ ფაშინიანიც წინამორბედის კვალს მიჰყვება,
რითაც სამხრეთ კავკასიის რეგიონს ახალი რისკების წინაშე აყენებს.
თავისი არაშორსმჭვრეტელური მოქმედებით სომხეთი, ნაცვლად იმისა, რომ ბაქოსთან მოილაპარაკოს და პრობლემების მოგვარების შანსი არ დაკარგოს, კვლავ ეძებს სიტუაციიდან მშრალად გამოსასვლელ ალტერნატივებს, მაგალითად, "სავაჭრო დერეფნების" სახით, რომლის მეშვეობითაც ერევანი მოსკოვს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით დაუკავშირდება. საერთოდ, ეს ისტორია ახალი არაა. სომხეთი ადრეც ცდილობდა ნიადაგის მოსინჯვას, რათა გეოპოლიტიკური უწონადობის პირობებში ზღაპრები რეალობად ექცია. თუმცა ამ რამდენიმე დღის წინ, როცა შვეიცარიის კომპანიასთან რუსეთმაც მოაწერა ხელი ტვირთების მონიტორინგის თაობაზე, სომხური ამბიციების რეალიზებისათვის მცირე ფანჯარა გაიხსნა, რომლის საფუძველზეც, რიგ გარემოებათა ერთმანეთთან დამთხვევის პირობებში, შეიძლება პერსპექტივა გაფართოვდეს.
ალბათ, "სავაჭრო დერეფნების" ამოქმედებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ნათელი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე მოეფინება, რომელიც პრაღაში 24 მაისს არის დაგეგმილი, და რადგანაც საქართველოს, თავის მხრივ, ასევე აქვს გაფორმებული მსგავსი შეთანხმება შვეიცარიულ კომპანიასთან, ამბობენ, რომ ნამდვილად არის შანსი იმისა, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველო შეეცდება, რომ ამ შეთანხმებაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაწილეობა გამორიცხოს. საკითხი მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ჩარჩოებში გადაწყდება.
დე ფაქტო სოხუმი და ცხინვალი, რომ უკმაყოფილონი არიან - ეს გასაგებია. საქართველო მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება: უკმაყოფილო იქნება აზერბაიჯანიც, რომელსაც არ სურს გახსნილი "სავაჭრო დერეფნებით" აგრესორმა ქვეყანამ - სომხეთმა ისარგებლოს. ბაქოს არ შეუძლია ინდეფერენტულად უყუროს იმ პროცესს, თუ როგორ ეხმარებიან სომხეთს ნებით თუ უნებლიედ.

საქართველო, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, ბაქოს მიერ ინიცირებულ ტრანსკონტინენტურ ინტეგრაციულ პროექტებშია ჩაბმული. როცა თბილისი ფსონს დებს რაღაც ჰიპოთეტურ და ბურუსით მოცულ, ჩრდილოვან "სავაჭრო დერეფნებზე", მას უნდა ახსოვდეს, რომ ნებით თუ უნებლიედ რისკის წინაშე აყენებს იმ პრეფერენციებს, იმ ენერგეტიკულ საპტრანსპორტო პროექტებს, რომლითაც საქართველო იკვებება. თბილისი უნდა მიხვდეს, რომ ერევნისადმი ნებით თუ უნებლიე სამსახურის გაწევით ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში ახალი რისკების წარმოშობას.
იმ საეჭვო იდეების ბლოკირება, რომელიც რეგიონში სიტუაციის ამრევი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, აზერბაიჯანისათვის გარდაუვალი აუცილებლობა ხდება. ბაქოს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პროექტები აღკვეთოს.
ამისთვის მას შეუძლია გამოიყენოს "რბილი ძალის" ინსტრუმენტები, რათა "გრძნობაზე მოიყვანოს" როგორც აგრესორი [იგულისხმება სომხეთი - ს.კ.], ისე პარტნიორი [იგულისხმება საქართველო], რომელიც დასაშვების ზღვარზე თამაშობენ. ზოგჯერ "რბილად მოხრჩობის" რეჟიმი გონების დაბინდვის წინააღმდეგ კონსტრუქციულ როლს ასრულებს და ასეთი მაგალითები მსოფლიოში საკმაოდ ბევრია". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ
Vaxo
04 ივლისი 2018 21:54
Furunkuli adre tu gvian skdeba :)
იუნკერი
26 მაისი 2018 12:59
ამათ ნახეთ მართლა როგორ ავარდნიათ თავში.ჩვენ რო არ დაგრთოთ ნება მართლაც რითაც იკვებებით იმ პროდუქტის გატარების რას იზამთ ჩერეს სომხეთით გაუშვებთ თუ ირანით ან კიდე ჩრდილო კავკასიის. თქვენ სხვა გამოსავალი არ გქონდათ ჯერ კიდე მენთეშევის დროიდან მოყოლებული და მაგიტომ ხართ ჩვენზე დამოკიდებულები პირდაპირ მიბმულია თქვენი ეკონომიკა საქსრთველოზე და მადლობა გადაუხადე ამ დედ..მ..ლ მთავრობებს მაგრამ არაუშავს მალე შეიცვლება ყველაფერი მოვა ნამდვილი ქართველებით დაკომპლექტებული მთავრობები და მერე მიგიჩენთ თქვენ კუთვნილ ადგილს.
ზვიადი
24 მაისი 2018 11:49
"თხა გაძღა და მგელს შეჭმა დაუპირაო."

რედაქტორის რჩევით