კოსოვოს კვალდაკვალ?! - კვირის პალიტრა

კოსოვოს კვალდაკვალ?!

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართალს არ ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონსულტაციურ ხასიათს ატარებს, მისი დიპლომატიური მნიშვნელობის უარყოფა არ შეიძლება: საერთაშორისო სასამართლო, პირველად, თავის ისტორიაში, აღიარებს გაეროს წევრი სახელმწიფოდან პროვინციის გამოყოფის ლეგიტიმურობას.

რუსეთმა ისარგებლა, როგორც თვითონ უწოდებს, კოსოვოს შემთხვევის "უმსგავსო" მაგალითით, რათა საქართველოს პროვინციების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაემართლებინა; თანაც, ყველამ იცის, რომ სწორედ რუსეთი დაეხმარა ამ პროვინციებს საქართველოდან ძალის გამოყენებით გამოყოფაში.

ეს პარალელი ძალზე თავხედურია. თვითონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, კოსოვოს შესახებ კი აცხადებს, - დედასამშობლოდან გამოყოფის იდეა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ პროვინციას გაუჩნდესო.

რუსეთს თავისი კავკასიური რესპუბლიკების, პირველ რიგში ჩეჩნეთის შიში აქვს, ჩინეთი ტიბეტსა და სინძიანზე ფიქრობს, ესპანეთს ბასკეთი და კატალონია არ ავიწყდება...

სხვადასხვა ოფიციალური მიზეზის გამო ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ხუთ წევრს - ესპანეთს, სლოვაკიას, რუმინეთს, საბერძნეთს და კვიპროსს დღემდე არ უღიარებია კოსოვო, მაგრამ ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ კოსოვოს აღიარების მსურველ ქვეყანათა რიცხვი ალბათ გაიზრდება...

"ფიგარო", საფრანგეთი