ქართველი მინისტრი ღამის კლუბში გადაღებული ფოტოს გამო წუხს - კვირის პალიტრა

ქართველი მინისტრი ღამის კლუბში გადაღებული ფოტოს გამო წუხს

საქართველოს პრეზიდენტმა ამ კვირაში ისეთი გაკვეთილი მიიღო, რომ ამის შემდეგაც თუ გადაწყვეტს, მინისტრად დანიშნოს 28 წლის ქალბატონი, რომელსაც მხოლოდ

საოჯახო ფურნეში მუშაობის გამოცდილება აქვს, მას საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების წაშლა უნდა სთხოვოს, თუნდაც ამ ფოტოებით მხოლოდ ვარაუდი შეიძლებოდეს იმისა, რომ ის ღამის კლუბში მაგიდაზე სტრიპტიზის მოცეკვავეებთან ერთად ერთობა.

ქალბატონი ვერა ქობალია კანადელი ქართველების ოჯახიდანაა - ისინი საქართველოდან სამოქალაქო ომს გაექცნენ. მაშინ ვერა ბავშვი იყო. საქართველოში თებერვალში საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჩამოვიდა და სულ რაღაც ოთხ თვეში მინისტრად დაინიშნა. მან განაცხადა, რომ ფოტო დაახლოებით ათი წლის წინ, ფლორიდაში, არდადეგების დროსაა გადაღებული.

ქართული და რუსული გაზეთები ბატონ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ფოტოზე გამოსახულია ქობალია, მისი და და ამოუცნობი მეგობარი ვანკუვერში მაშინ, როდესაც იქ საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა. მინისტრმა განაცხადა, - თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზიციამ ან ნებისმიერმა სხვამ ჩემ შესახებ შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი სურათია, ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავო.

არავინ იცის, საიდან გაჩნდა ეს ფოტო. გაზეთებში დაბეჭდვამდე ერთი დღით ადრე ის Facebook-ის იმ ვებგვერდზე გამოქვეყნდა,  რომელიც საკუთარ თავს ქალბატონი ქობალიას ფანკლუბის გვერდს უწოდებს, თუმცა თავად ქობალიას პერსონალური ვებგვერდი Facebook-ზე, როგორც ჩანს, არ არსებობს.

ფანების გვერდზე ასევე „დალინკულია“მისი lickr-ის გვერდი, სადაც ქალბატონი ქობალიას ღამის კლუბში გადაღებული ფოტოებია გამოქვეყნებული, ძირითადად მინისტრის დის ოცამდე სხვა ფოტოსთან ერთად (ერთგან ის გადაღებულია სააკაშვილის მეგობარ ჯონ მაკ-კეინთან ერთად).

ვერა ქობალიამ, მისმა დამ და მათმა მეგობრებმა ორი ფოტო, რომელიც არ არის დათარიღებული, როგორც ჩანს, იმავე ღამეს გადაიღეს, როდესაც ის ფოტო, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა. lickr-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფოტო ადასტურებს ქალბატონი ქობალიას ნათქვამს, რომ ის ფლორიდაშია გადაღებული. სურათზე ჩანს, რომ დები ქობალიები და მათი მეგობარი დგანან  მაიამის Colony Hotel-ის წინ.

დავა ქალბატონი ქობალიას ახალგაზრდულ წინდაუხედაობაზე იმ დროს ემთხვევა, როდესაც სააკაშვილი ცდილობს მეორე დავის განმუხტვას, რაც კოლეგებთან საუბრის დროს მის მიერ სიტყვა "ზანგის" გამოყენებას მოჰყვა. საქართველოს გაეროს ასოციაციის საინფორმაციო სააგენტო Civil Georgia-ს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადო პოლიტიკაზე ფინანსთა სამინისტროს მოხელეს და პრემიერ-მინისტრს დატუქსვის შემდეგ ჰკითხა, - ჩვენ რა, ზანგები ვართ? ამიხსენით, რატომ ვიქცევით ველურებივით?“

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ