"თბილისის აეროპორტიდან უკან განმარტების გარეშე გამოგვისტუმრეს" - რამ გაანაწყენა არაბები?
"თბილისის აეროპორტიდან უკან განმარტების გარეშე  გამოგვისტუმრეს" - რამ გაანაწყენა არაბები?
არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემაში «Khaleej Times» , 2 ივლისს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: არაბული საამიროების მცხოვრებლები ჩივიან, რომ საქართველო მათ მიერ აღებულ ვიზებს უარყოფს და ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის და საგარეო საქმეთა სამინისტრო თვალს ადევნებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ემირატების მოქალაქეთა მიმართ, რომელიც თბილისის აეროპორტში ხდება: სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მკაცრად ექცევა საამიროებიდან ჩასულ ტურისტებს, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე გასვლის უფლებას არ აძლევს
და უკან აბრუნებს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - კელი კლარკი).

პუბლიკაციაში ციტირებულია საამიროების დიპლომატიური უწყების განცხადება:
"საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, თბილისში არსებულ საელჩოსთან ერთად, ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და სერიოზულად ეკიდება. ემირატების მოქალაქეებს ვთხოვთ ყოველი ფაქტის თაობაზე აცნობონ საელჩოს, რათა მათ აუცილებელი დახმარება მიიღონ".

"მიუხედავად იმისა, რომ საამიროების მოქალაქეები სრულად იცავენ ოფიციალურ სავიზო წესებს, რაც აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად, ბევრი აცხადებს, რომ უკან დააბრუნეს. ჩვენი გაზეთის რედაქციას მომართეს ცოლ-ქმარმა ა.ბეგუმმა და ბ.მუსტაფამ, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, დუბაიში, "უსაფუძვლოდ" დააბრუნეს.

"14 ივნისი ჩვენთვის კოშმარის დღედ იქცა", - ამბობენ ისინი, რომლებიც ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 50 წლის ცოლ-ქმარი ემირატებში უკვე 20 წელია მუშაობენ, ერთი ინჟინერია, მეორე - ბანკის მოსამსახურე. მათ განაცხადეს, რომ დღესაც ვერ გამოსულან იმ შოკიდან, რომელიც საქართველოს პოლიციისა და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკითხვის დროს მიიღეს:

"ჩვენი დაკითხვა ორი საათი გაგრძელდა. სხვა მგზავრებისაგან დაგვაშორეს. აღმოვჩნდით პაკისტანის პასპორტის მქონე მოქალაქეებთან ერთად. დაკითხვის შემდეგ, მიზეზების განმარტების გარეშე, ჩაგვსხეს თვითმფრინავში და უკან გამოგვისტუმრეს".
გარდა იმისა, რომ წყვილმა ათასობით დირჰემი (საამიროების ფულის ერთეული - ს.კ.) დაკარგა ავიარეისის ბილეთზე და სასტუმროს დაჯავშნის გამო, მათ აღნიშნეს, რომ ისინი "მორალურად და ფიზიკურად შეურაცხყოფილნი" არიან. ა.ბეგუმი თვლის, რომ ასეთი სიტუაცია მათ ეროვნული კუთვნილების გამო შეექმნათ: "ჩემი ქმარი პალესტინელია, წარმოშობით სირიიდან, მე კი ბანგლადეშიდან ვარ. ჩვენ ყველნაირი სავიზო მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ამიტომაც ვითხოვთ, რომ საამიროების მთავრობა მომხდარ ინციდენტში გაერკვეს".

სამწუხაროდ, ა.ბეგუმი და ბ.მუსტაფა მარტონი არ არიან. მსგავსი ისტორია შეემთხვა ინდური წარმომავლობის მქონე მოქალაქეს ფრანსის კლიფინს, რომელიც ველოსიპედით რუსეთში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად მიდიოდა. როგორც კი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მივიდა, ცხადი გახდა, რომ მის გეგმებს შესრულება არ ეწერა. "ვიცოდი, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა. ამიტომ წინასწარ ბაქოში მდებარე საქართველოს საელჩოში მივედი ყველა ჩემი დოკუმენტით - დაზღვევით, სასტუმროს ჯავშნით, ფულით და ა. შ. მათ მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო", მაგრამ როგორც კი ფრანსისი საზღვარზე მივიდა გერმანელ ველოსიპედისტთან ერთად, გერმანელი შეუშვეს, ის კი არა: "მათ ჩემი პასპორტი ნახეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დაინტერესებულნი არ იყვნენ ჩემი გატარებით. თავიანთ ენაზე რაღაცას მიყვიროდნენ და ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ... ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ეროვნული კუთვნილებით იყო გამოწვეული. მაშ, რატომ იძლევიან ელექტრონულ ვიზებს, როცა უკვე წინასწარ იციან, რომ არ შეგიშვებენ?".

ჩვენი გაზეთი რამდენჯერმე შეეცადა კუვეიტში მდებარე საქართველოს საელჩოს დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ", - წერს ავტორი. წყარო
----------
Khaleej Times-ის იმავე 2 ივლისის ნომერში სათაურით "საქართველოში დასვენების კოშმარი" გამოქვეყნებულია დუბაის ორი მცხოვრების, ეროვნებით ინდოელების წერილი, რომლებიც სტატიას გამოეხმაურნენ. ისინი წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალზე მკაცრად ეკიდება განსაკუთრებით ინდოელებს, უამრავ კითხვაზე საჭირო პასუხის გაცემა, დოკუმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ და ხშირად უარს ამბობენ ქვეყანაში შეშვებაზე. წყარო

გაზეთის სამი ივლისის ნომერში დაბეჭდილია საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს განმარტება, რომელშიც ხაზგასმულია: "დღემდე არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, რომ საქართველომ უარი განაცხადა ქვეყანაში გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა შეშვებაზე, კერძოდ, თითქოსდა მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან აბრუნებენ. საქმე ეხება საამიროებში მცხოვრებ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ და უკან დააბრუნეს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (61)
მარიამი
05 ივლისი 2018 11:00
აღარ არის საჭირო ამდენი უცხოტომელთა საქართველოში დასახლება,ყველა დასჯერდეს მისი ერისთვის ღვთისგან ბოძებულ სამკვიდრებელს,თუ სხვა ქვეყნებიც არ შეუშვებენ ქართველებს,ესეც ძალიან კარგია,დაკავდნენ ქართველები თავიანთ ქვეყანაში და ჩინელების და ინდოელების ნაცვლად თითონ დაამუშაონ თავიანთი მიწები.
გლახუნა
05 ივლისი 2018 09:38
აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელი, ვინც ა რ არის საქართველოს მოქალაქე , არ ფლობს ქართულ,სახელმწიფო ენას და არ იცავს - კანონებს, მით პატივს არ სცემს ქართულ სახელმწიფოს- ქართველ ერს - უკლებლივ ყველას უ მ დ ა ჩამოერთვას უძრავი ქონება - ნაყიდი მიწები,გამოასახლო აშენებული კორპუსებიდან ( აბა ჩადით ნებისმიერ არაბულ სახელმწიფოში - რა უფლებებიც გექნებათ და რა უფლებასაც მოქცემენ- თავად ნახავთ ) და აეკრძალოთ ე.წ
,,ბიზნესი, ( ეს უკანასკნელი თავიანთ ღატაკ ქვეყნებში ,ან თავიანთ ქვეყნებში ხალხისათვის გაკეთონ ) ...
ან ყოველივე მისთვის ფ ი ნ ა ნ ს უ რ ა დ იმდენად უნდა დ ა ბ ე გ რ ო ს სახელმწიფომ , რომ თავად გარბოდნენ ...
ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოს ეკონომიკა, სოციალური და ფინანსური მდგომარეობა რ ე ა ლ უ რ ა დ მაშინ გაუმჯობესდა , როცა საშუალო და მცირე ბიზნესის მინიმუმ 90 % - ს მხოლოდ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები შეადგენენ და მასზე ზრუნავს ხელისუფლება(!)
მე- 2- ეც
რა საჭიროა 3 თვით უვიზო ყოფის უფლება?! ვის გაუგონია 3 თვე ტურისტად ყოფა ერთი და იგივე ქვეყანაში თუ სხვა მიზნები არ ამოძრავებთ ?!
( საქართველოს თუ მისცეს უფლება ,,ევროკავშირის ,,მრავალ სახელმწიფოში 3 თვიანი ვიზები - ქართველმა ხალმა ეს დაიმსახურა დასავლეთთან თანადგომით თუნდაც სამხედრო მხარდაჭერით...)
თუ სხვა ინტერესები არ გააჩნიათ?!
და მე- 4 - საჭიროა მივიღოთ იგივე კანონები ,რასაც იღებენ ევროპაში - ყველა არაბულმა თუ მუსულმანური სახელმწიფომ უნდა იცოდეს - ქალბატონებმა ფარაჯა, ჩადრი ...არ უნდა უნდა ატარონ საქართველოში ( უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ).

ნურავინ გვასწავლის ევროპაში როგორ არის ,დიდი
ხანია ვცხოვრობბ და კარგად ვიცი - თუ ქართველობა ვცხოვრობთ სხვა სახელმწიფოში - ამ სახელმწიფოს ენას ვსწავლობთ, კანონებს ვიცავთ, მათ საზოგადოებაში შევდივართ, პასუხისმგებლობას ვიმაღლებთ, პროფესიებს ვიღრმავებთ, რომ ხარისხიანად ვიშრომოთ და მით ამ სახელმწიფოს ვემსახურებით
და მით პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა ს გამოვხატავთ .
სხვათაშორის - ევროპაში სწორად პასუხისმგებლობის გამომუშავებით ჯერ ცხოვრების უ ფ ლ ე ბ ა უნდა მოიპოვო, მერე შრომის უფლება, მით ბინის დაქირავების უფლება ... და ეს რომ მოახერხო,სწორად იმ საზოგადოებაში უნდა შეხვიდე- მენტალურად.
რაც შეეხება ბიზნესს - ცხოვრებისა და შრომის უ ფ ლ ე ბ ი ს მოპოვების შემდეგ - ვინ მოგცემს ე.წ. ბიზნეს საქმიანობის უფლებას მარტივად , უბრალო მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტის გახსნისათვის სერთიფიკატი რომ მოიპოვო ...საშუალოდ 100 000 ევრო გჭირდება, დანარჩენი ფინანსები გახსნისათვის და სათანადო ხარიხით გაწყობისათვის ასევე სერიოზული ფინანსები და საქართველოში ამდენი ...არაბული, ინდური, პაკისტანური,ირანული, ჩინური ..ბარები - მარკეტები... - რა უფლებით და რატომ?!
როცა ადგილობრივ მოქალაქეს ამის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია და მით სიღატაკეს თავს ვერ აღწევს და ვერც ვ ე რ ა ს ო დ ე ს დავაღწევთ?!
არანორმალური,
არაადეკვატური,
მხოლოდ უპერსპექტივო -
საქართველო საერთო საცხოვრებელი რატომ უნდა იყოს ,რაც მას ვ ე რ ა ს ო დ ე ს განავითარებს - განამტკიცებს?!
თავი არიფებად , ბრიყვებად რატომ უნდა ჩავაგდებინოთ (?! რაზეც ის აღმოსავლელი ,,ბიზნესმენები,, თავისთვის მოგუდულად ხითხითებენ კიდეც - )
და კიდევ , რაც შეეხება დასავლეთში ქართულ კრიმინალს ,მართალია ჯერ კიდევ მოუშორებელი რუსული, ნკვდ-ს მიერ შექმნილი ქურდულ კრიმინალური იდეოლოგია - მენტალიტეტის მძლავრობის შედეგია, მაგრამ აქაც ქართულ კრიმინალს ევროპაში რთულად მუშაობის უფლების გაცემაც განაპირობებს ...თუმცა ნ უ რ ა ვ ი ნ იდარდებს , იქ ქართული კრიმინალი საკმაოდ ი ს ჯ ე ბ ა სხვადასხვა მექანიზებით - არავინ არაფერს აკლებს (!)

კიდევ ერთხელ - რა კორპუსების აშენების უფლება,რის უძრავი ქონების მიყიდვის უფლება,რომელი... უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე ?!
მით უმეტეს სახელმწიფო ენის არ მცოდნე და ქართულ საზოგადოებაში მ ე.ნ ტ ალ უ რ ა დ არ შემოსული - არ დამკვიდრებულის?!
ვის ეპარება ეჭვი, რომ ა ს ე ეს ხალხი - საქართველოს სახელმწიფოს მტერი შეიქმნება ადრე თუ მოგვიანებით და მართული მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოებისაგან ?!
და ამ სიბრიყვეს რ ა ტ ო მ იჩენს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება?!

და ხალხი რატომ არ იბრძვის არსებული არაადეკვატური ხელისუფლების მოშორების და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის?!
მით რ ო დ ე მ დ ე არსებული სიღატაკე, უპერსპექტივობა და უცხო, მით უმეტეს აღმოსავლეთ, ძირითადად მუსულმანური , მენტალურად და ცნობიერად შორს მყოფი სამყაროს ერების ,,ბიზნესმენთა,, თარეში?!
ნატა
05 ივლისი 2018 09:38
ვაუ საქმესაც ვაკეთებთ? ყოჩაღ
ზაზა
05 ივლისი 2018 06:30
მადლობა საემიგრაციოს
სამართალი
05 ივლისი 2018 06:12
და რამდენი ტურისტის სახელით შემოსული არაბი ინდოელი ჩინელი ერაყელი თათარი სომეხი ირანელი თურქი და ვინ იცის კიდე რა ჯიშისანი არ არიან შემოსული საქართველოში და უკან კი არ მიდიან ბიზნესებს იკეთებენ აქ და სახლდებიან ძალიან სამწუხარო ის არის რომ მოქალაქეობასაც ღებულობენ და უამრავი მიწები და ქონებას იძენენ ეგ უნდა მოისპოს აიკრძალოს. რუსებს ვედავებით ჩვენი ტერიტორია აქვთ ოკუპირებულიო და სადაც ვცხოვრობთ იმასაც გვიყიდიან ცოტახანში მოდავეც აღარ იქნება არავინ სავსეა ქ თბილისი უცხოელებით უკვე ქართულად მოლაპარაკეს იშვიათად შეხვდები ადამიანი დავიჯერო ეხლა რომ ისინი კანონიერად იმყოფებიან საქართველოში. 2050 წელს უმცირესობა ვიქნებითო იმდენი დროც აღარ დასჭირდება თუ ასე გაგრძელდა პრინციპში მთავრობაშიც რომ გადავხედოთ ქარული მარტო გვარებიღა აქვთ გადაკეთებული წინაპრების მიერ თორემ უმრავლესობა არაქართველია. და იმიტომაა ბევრად არ ადარდებთ საქართველოს ბედი მაგათ.
nina
05 ივლისი 2018 05:16
რატომ ქართველების განაწყენებას არ აქცევენ სხვა ქვეყნები ყურადღებას? ორი წლის წინ ჩემი შვილი ესპანეთში არ შეუშვეს, ნამდვილად ტურისტად იყო წასული. მაგრამ ჩუმად ავღშფოთდით. ან ვინც შემოვიდნენ იმათ რატომ არ ყრიან უკან? რას დაემგვანა ქვეყანა გული მწყდება.
Truker
05 ივლისი 2018 01:46
საემ როებმა ყველაფერი იყიდეს ეაპანეთში. რისი ყიდვაც კი შეიძლებოდა. მეფესაც უხარია. ფაქ ურად ყველაფერი ფეხბურთის კლუბებიც კი. ემირთა შვ ლები ესპანეთში იზრდეჰიან რომ იქ გააგრძელონ შემდეგ მოღვაწეობა და სხვა დარჩენ ლი რამეების შესყიდვა. იგივე მოხდება და მეტიც საქართვედოში. ემირები ბლომად არიან არაბეთში. ყლაპს იზამენ და ყლუპად არ ეყოფად საქართველო!!!!!!!!!!!!!!!!
ika
05 ივლისი 2018 00:54
კიდევ კარგი რო არ დაეცალატ ნაცებს ლაზიკის ასჰენება აი მასჰინ ვნახავდი არაბებს და ცჰინელებს სამეგრელოსჰი მარტო ამიტომ ვადზლებ ხმას ოცნება
teko
05 ივლისი 2018 00:52
მალე ეგენი ავტონომიას მოიტხოვენ ტბილისჰი მტელი სჰენებარე ბინები მაგატია მალე კარტლელებო იკნებიტ დევნილები როგორც აფხაზეტიდან რო არიან ,აგრამ ტკვენ გაგიმარტლებტ ევრობა მიგიგებტ დევნილად
emko
05 ივლისი 2018 00:49
ტოლვილები რო არიხოს ტბილისჰი ეს კალაგი ნაგდად არაბული გახდებოდა მალე ალბატ მარჯანისჰვილს აბდულოგლის დაარკმევენ ეს უნდატ ნაცებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა