ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
თბილისში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ტრაგედია ნატოს სამიტის წინ მოხდა

ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე არერთმა წამყვანამა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მათ შორის სტატიები გამოჩნდა რუსულ მედიაშიც. მაგალითად, «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულ მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების, აგრეთვე მათი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობის გარემოებები, დასახელებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, მისი ადვოკატის თვალსაზრისი და ა.შ.

სტატიაში გამოყენებულია ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში აღწერილია ორმაგი (საქართველოსა და აშშ-ის)
მოქალაქეობის მქონე ამერიკელების რაიან და ლორა სმიტების საქმიანობა, მათი დამოკიდებულება ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასთან. სტატიაში ასევე განხილულია მკვლელობის სავარაუდო მოტივები, რომლებთაც, შეიძლება ითქვას, ყოფითი მიზეზები აქვს.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ტრაგედიის "გამჭვირვალობის" მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი მომხდარში "რუსულ კვალს" ხედავს და გამოძიებას მოუწოდებს, რომ რუსული
აგენტურის მონაწილეობის ვერსია განიხილოს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველებს მსგავსი ტრაგედიის   ნატოს სამიტისა და რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის წინ დატრიალდება, აეჭვებთ.

საქართველოში მომხდარი მკვლელობის თაობაზე მასალები დასავლურ მასმედიაშიც ვრცელდება, თუმცა ისინი უმთავრესად ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტებს ეყრდნობიან და ჯერჯერობით რაიმე კომენტარი ან შეფასება მათში გამოხატული არ არის. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით "საქართველოში მწყემსი ამერიკელი მშობლებისა და მათი ოთხი წლის ვაჟის მკვლელობის გამო დააპატიმრეს" (ავტორი - ჯეისონ ლემონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მასალა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობითაა მომზადებული.


მოამზადა სიმონ კილაძემ



გამოიძიეთ წესიერად
13 ივლისი 2018 12:31
სადაა მოტივი, რატომ უნდა მოეკლა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეს სამი ადამიანი?
ჯაშუშების იყვენ, კავშირების ჰქონდათ, თუ რატომ?
გადმოვიდნენ ლეკები, ოსები ან რუსები, დახოცეს და წავიდნენ, რატომ, რისთვის?
სად იყო ამ დროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი?

მწყემსს, რომელიც ნორმალურად ვერ მეტყველებს, ერთი შეხედვით დაბალი ინტელექტისაა, ვინ მისცა თოფი, ვინ აქცია პოტენციურ მკვლელად? ვი ევალება ამაზე კონტროლი?

მკვლელობის იარაღი თუა ნაპოვნი?
ვისი დნმ-ის მიმუშებია იარაღზე?
ქალი თუ გაუპატიურებულია, ვისი დნმ-ია მის ორგანიზმში?

ჟურნალისტები ისე აღწერენ სიტუაცია, თითქოს ადგილზე იყვნენ.

„თვითმხილველებიც“ კი ყავთ. უკაცრავად და ეს თვითმხილველი სეირს უყურებდა თუ რა იხილა ამისთანა?

ბალაგანია რა!
რა მნიშვნელობა ააქვს
13 ივლისი 2018 09:49
ნაცების ჩადებულია მაი ამბავი
ნინო-ს
13 ივლისი 2018 06:53
კვახი არ ხარ და აბა გამოიძიე ვინ მოკლა ეს ოჯახი? ოცი წლის შენ თუ არ ხარ შვილი გეყოლება აბა ჰკითხე უდანაშაულო ბავშვს თუ ეს რის და მოკლავს??? ან უდანაშაულო კაცს თუ ეს რის ? ან ქალს გაუპატიურებას თუ დაუპირებს და კლდეზე თუ გადაჩეხავს? ა მას თუ შენ და შენი შვილი მარტო შეძლებთ მაშინ ეს ბიჭიც დამნაშავეა.
სხვის ი ჭირი ღობეს ჩხირიო .ბავშვი დახმარება ს ცდილობდა და ახლა ეჭვმიტანილად და მკვლელად ასაღებენ დანაშაული რომ სწრაფად დახურონ უდანაშაულო თუ არის ცოდვას რად იდებ კისერზე????
მე ასე მგონია მარნეულიდან ვიღაცამ მოკლა . ფული დაუგულეს ან რუსეთის დაკვეთით საინგილოდან აზერბაიჯანელებმა მოკლეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის გასამწვავებლად თან ნატოს სამინისტროს დაწყებამდე.


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები