ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
თბილისში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ტრაგედია ნატოს სამიტის წინ მოხდა

ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე არერთმა წამყვანამა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მათ შორის სტატიები გამოჩნდა რუსულ მედიაშიც. მაგალითად, «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულ მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების, აგრეთვე მათი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობის გარემოებები, დასახელებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, მისი ადვოკატის თვალსაზრისი და ა.შ.

სტატიაში გამოყენებულია ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში აღწერილია ორმაგი (საქართველოსა და აშშ-ის)
მოქალაქეობის მქონე ამერიკელების რაიან და ლორა სმიტების საქმიანობა, მათი დამოკიდებულება ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასთან. სტატიაში ასევე განხილულია მკვლელობის სავარაუდო მოტივები, რომლებთაც, შეიძლება ითქვას, ყოფითი მიზეზები აქვს.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ტრაგედიის "გამჭვირვალობის" მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი მომხდარში "რუსულ კვალს" ხედავს და გამოძიებას მოუწოდებს, რომ რუსული
აგენტურის მონაწილეობის ვერსია განიხილოს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველებს მსგავსი ტრაგედიის   ნატოს სამიტისა და რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის წინ დატრიალდება, აეჭვებთ.

საქართველოში მომხდარი მკვლელობის თაობაზე მასალები დასავლურ მასმედიაშიც ვრცელდება, თუმცა ისინი უმთავრესად ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტებს ეყრდნობიან და ჯერჯერობით რაიმე კომენტარი ან შეფასება მათში გამოხატული არ არის. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით "საქართველოში მწყემსი ამერიკელი მშობლებისა და მათი ოთხი წლის ვაჟის მკვლელობის გამო დააპატიმრეს" (ავტორი - ჯეისონ ლემონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მასალა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობითაა მომზადებული.


მოამზადა სიმონ კილაძემ



მკითხველის კომენტარი (15)
გამოიძიეთ წესიერად
13 ივლისი 2018 12:31
სადაა მოტივი, რატომ უნდა მოეკლა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეს სამი ადამიანი?
ჯაშუშების იყვენ, კავშირების ჰქონდათ, თუ რატომ?
გადმოვიდნენ ლეკები, ოსები ან რუსები, დახოცეს და წავიდნენ, რატომ, რისთვის?
სად იყო ამ დროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი?

მწყემსს, რომელიც ნორმალურად ვერ მეტყველებს, ერთი შეხედვით დაბალი ინტელექტისაა, ვინ მისცა თოფი, ვინ აქცია პოტენციურ მკვლელად? ვი ევალება ამაზე კონტროლი?

მკვლელობის იარაღი თუა ნაპოვნი?
ვისი დნმ-ის მიმუშებია იარაღზე?
ქალი თუ გაუპატიურებულია, ვისი დნმ-ია მის ორგანიზმში?

ჟურნალისტები ისე აღწერენ სიტუაცია, თითქოს ადგილზე იყვნენ.

„თვითმხილველებიც“ კი ყავთ. უკაცრავად და ეს თვითმხილველი სეირს უყურებდა თუ რა იხილა ამისთანა?

ბალაგანია რა!
რა მნიშვნელობა ააქვს
13 ივლისი 2018 09:49
ნაცების ჩადებულია მაი ამბავი
ნინო-ს
13 ივლისი 2018 06:53
კვახი არ ხარ და აბა გამოიძიე ვინ მოკლა ეს ოჯახი? ოცი წლის შენ თუ არ ხარ შვილი გეყოლება აბა ჰკითხე უდანაშაულო ბავშვს თუ ეს რის და მოკლავს??? ან უდანაშაულო კაცს თუ ეს რის ? ან ქალს გაუპატიურებას თუ დაუპირებს და კლდეზე თუ გადაჩეხავს? ა მას თუ შენ და შენი შვილი მარტო შეძლებთ მაშინ ეს ბიჭიც დამნაშავეა.
სხვის ი ჭირი ღობეს ჩხირიო .ბავშვი დახმარება ს ცდილობდა და ახლა ეჭვმიტანილად და მკვლელად ასაღებენ დანაშაული რომ სწრაფად დახურონ უდანაშაულო თუ არის ცოდვას რად იდებ კისერზე????
მე ასე მგონია მარნეულიდან ვიღაცამ მოკლა . ფული დაუგულეს ან რუსეთის დაკვეთით საინგილოდან აზერბაიჯანელებმა მოკლეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის გასამწვავებლად თან ნატოს სამინისტროს დაწყებამდე.

თეკლა
13 ივლისი 2018 01:10
მართლა საქეჭვოა, საქართველოში მცხოვრები ამერიკელების მკვლელობას მწყემსებს რომ აბრალებენ ხოლმე. ადრეც იყო ესეთი შემთხვევა კახეთში, მგონი შარშან, იქაც მწყემსმა მოკლაო. მე საეჭვო მგონია. იქნებ მწყემსები დაბალი ღობეა და უფრო სხვა ამბავი ტრიალებს?
###
12 ივლისი 2018 22:54
ვის რა მიაჩნია საეჭვოდ, არ ვიცი, ნაგრამ მე თვითონ ეს ხალხი მგონია საეჭვო, ასეთი პრაგმატული ხალხი ტყუილად ნაბიჯსაც არ გადადგავენ
goga
12 ივლისი 2018 21:54
ყველგან რუსები როგორ ელანდებათ ამ გაჭირვებულებს.... სვანეთშიც რუსებმა მოკლეს ის საწყალი ბიჭი?.....
სიმართლეს არავინ იჯერებს
12 ივლისი 2018 20:45
აეროპორტის საქმე გადაიფარა, მაგრამ ვინ გადაფარა?
liziko
12 ივლისი 2018 20:06
ჯერ უცხოელებს აბრალებდა, ეხლა ლეკებს აბრალებს? ხვალ ვიღას დააბრალებს. ბავშვის ცხედარი ხომ ამან აპოვნინა მაშველებს.
Bajo
12 ივლისი 2018 19:50
Vinc am aramzads tofi misca is gverdit unda miusva.aset ganuvitarebel babshvebs amushaveben monurad.
ირაკლის
12 ივლისი 2018 19:08
და რატომ ვერ იქნება ვითომ? რატო ხარ ასეთი დარწმუნებული?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?