ოსები იარაღის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ - კვირის პალიტრა

ოსები იარაღის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ

თითქმის 20 წელია, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, მოქალაქე-ჯარისკაცებს იარაღი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდებოდათ,

მაგრამ ახლა მათ ტერიტორიას რუსული ჯარი იცავს და სამხრეთ ოსეთის მთავრობა მოსახლეობის განიარაღებას ცდილობს.

ზაფხულის მიწურულს მთავრობამ მოსახლეობას პოლიციაში იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარება მოსთხოვა. ამავე დროს, იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით, უამრავი მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მთავრობა ნებაყოფლობით იარაღის ჩამბარებელ მოქალაქეებს 400 დოლარზე მეტის გადახდას დაჰპირდა. რამდენიმე კვირაში პოლიციამ ჩაიბარა ან ამოიღო დაახლოებით 100 ავტომატური იარაღი და 50 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება. მაგრამ უამრავ მოქალაქეს არ  აინტერესებს მთავრობის წინადადება და იარაღის სანაცვლოდ  შემოთავაზებული ფული.

ასეთი პოზიცია სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს აქვთ: ოჯახის კაცებს, რომლებიც სარდაფში მთელ არსენალს ინახავენ; ჟურნალისტიკის პროფესორს, რომელიც მზადაა მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში თავისი ვაჟები იარაღით მოამარაგოს; მხატვარს, რომელიც ბებიაზე ზრუნავს  და ამიტომ თავის კალაშნიკოვს მალავს.

ეს ხალხი დარწმუნებული არ არის, რომ რუსული არმია მათ ინტერესებს დაიცავს.