ალიანსი რუსეთის საზღვრებს უახლოვდება - კვირის პალიტრა

ალიანსი რუსეთის საზღვრებს უახლოვდება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ასეთი დონის ვიზიტს ქვეყანაში, რომელიც ნატოს წევრი არ არის, უპირველესად დიდი პოლიტიკური ჟღერადობა აქვს და სცილდება ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებს.

განსაკუთრებით იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც დიდი ხანია ახორციელებს აშშ საქართველოს მიმართ.

საქართველომ თანამიმდევრულად გაიარა რამდენიმე ეტაპი ნატოსა და აშშ-თან ურთიერთობაში. პირველ ეტაპზე თბილისი იბრძოდა ჯორჯ ბუში-უფროსის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ბილ კლინტონის მმართველობისას საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა, დაიწყო ახალი გაზსადენების და სატრანსპორტო პროექტების დამუშავება, რამაც თბილისი ამერიკის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების ინტრესების გამტარებლად აქცია.

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა გააგრძელა საქართველოსთან კავშირის განვითარების კურსი. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინტერესების განმტკიცებისათვის ლოზუნგების გამოყენებით საქართველოში შეიქმნა ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, განხორციელდა ახალი ენერგეტიკული პროექტები, ფინანსურმა რესურსებმა კი ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ს მიაჯაჭვა.

კრედიტების და საგარეო ვალის გამო დიდი ხანია საქართველოს აღარ გააჩნია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. რუსულ-ქართული კონფლიქტის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაციამ თბილისს 1 მლრდ დოლარის დახმარება გაუწია.

ბარაქ ობამას პოლიტიკაც არანაკლებ მასშტაბურ ამოცანებს ისახავს. უახლოეს წლებში თბილისი პირველი ვიოლინო უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

თუ თბილისს, აშშ-სა და ნატოს შორის თანამშრომლობის ტემპი შენარჩუნდა, დეკლარაციას, ალიანსში შესვლის შესახებ, შესაძლოა მხარი დაუჭირონ და საქართველო გაწევრდეს ნატოში, რომელიც მეტისმეტად მიუახლოვდება რუსეთის საზღვრებს.

"კომერსანტი", რუსეთი