"ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?
"ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?
«Новая газета» (რუსეთი), 12 მარტი, 2019 წელი

რუსული გამოცემა «Новая газета» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ლეგენდა ქართულ ოცნებაზე -
როგორ ცხოვრობს საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მშობლიური სოფელი".

სტატიაში გადმოცემულია ქართველი ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის - ჭორვილას დღევანდელი ცხოვრება (პუბლიკაცია მომზადებულია კავკასიის რეგიონული მედიაპროექტის JAMnews-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე. ავტორები - თამუნა ჩიხლაძე და დავით ფიფია). როგორც ფოტოებიდან ჩანს ჟურნალისტები ჭორვილაში ზამთარში იმყოფებოდნენ.
ჭორვილა, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
"ჭორვილა იმერეთის მხარეში, საჩხერის
რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 166 კმ-ის დაშორებით. პატარა საქართველოს მასშტაბით იმერული სოფელი უკვე ღრმა პროვინციაა, მიყრუებული ადგილი, ღარიბი, მიწაც მწირია. რეგიონში მრეწველობა არ არის ან რაც იყო, ისიც გაჩერებულია. აქაც უმუშევრობა მეფობს, როგორც დანარჩენ საქართველოში... მოკლედ, ყველაფერს პოსტსაბჭოური გაჩანაგება ეტყობა... და უცებ, ამ უსიამოვნო ფონზე ჭორვილა
თითქოსდა უდაბნოში ოაზისს მოგვაგონებს, მირაჟს. კარგი გზა, მშვენიერი სახლები, კარგად მოვლილი ეზო-კარი... თავს თითქოსდა შვეიცარიაში გრძნობ. ჭორვილას ირგვლივ ბევრი მითია გავრცელებული. მას ზოგჯერ ევროპულ სოფელს უწოდებენ, ზოგჯერ კი ერთ ცალკე აშენებულ სოფელში მცხოვრებ სოციალისტურ საზოგადოებას - ის რაც კომუნისტებმა ვერ მოახერხეს, მილიარდერმა განახორციელა", - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის საუბარი "სანიმუშო ქართული უზრუნველი სოფლის" პარადოქსულ მდგომარეობაზე: თურმე ყველაფერი - გაზით, ელექტროენერგიით და სხვა მომსახურებით უფასო უზრუნველყოფა ჯერ კიდევ 2012 წელს დამთავრებულა.

პუბლიკაციის ავტორები ესაუბრებიან ჭორვილელებს, მათგან ზოგიერთი მიხეილ სააკაშვილს ემდურის ("სწორედ მან სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტე ზრუნვა შენს სოფელზე, თორემ სხვებს სწყინთ და შურთ, რომ აქ ყველა კარგად ცხოვრობსო").
თემურ კაპანაძე, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
არის "ქველმოქმედების მდინარის" დაშრობის სხვა მიზეზიც: "სოფლის მოსახლეობა იმდენად მიეჩვია უშრომელ და უფასო სიკეთეს, რომ მომჭირნეობისა და ყაირათიანობის გრძნობა დაკარგესო", - ამბობს თემურ კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილის თანაკლასელი. ასეა თუ ისე, ჭორვილაში უფასო სოციალისტურ-კომუნისტური ყოფა-ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.

ოპონენტების აზრით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჭორვილელების უზრუნველ მდგომარეობას წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისათვის იყენებდა: მისი მხარდამჭერები შეუსვენებლივ გაიძახოდნენ - "ბიძინა მთელ საქართველოში ჭორვილას მსგავს ცხოვრების პირობებს შექმნისო". ვრცელი პუბლიკაციის ერთ-ერთ ნაწილში სათაურით "შტრიხები ოლიგარქის პორტრეტისათვის" უშუალოდ თვითონ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია გადმოცემული, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დეტალები. სტატიაში ჩამოთვლილია ის წინასაარჩევნო "სიკეთით სავსე" დაპირებები, რომლებიც მოგვიანებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ოლიგარქმა არ შეასრულა: "უმუშევრობა აღარ იქნება - ბიძინა ივანიშვილი 5 წელიწადში 100 ახალ ქარხანას ააშენებს"; "ყოველ სოფელს მთავრობა 5 მილიონ ლარს გამოუყოფს"; "მოსახლეობისათვის კომუნალური მომსახურების ტარიფები შემცირდება" და ა.შ.
ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში მეოთხე
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ამომრჩევლები, არამედ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ოლიგარქთან გვერდით დგომა გადაწყვიტეს - ისინი, ვინც დასავლეთისაკენ იყურებოდა და ისინიც, ვინც რუსეთთან კავშირების გაწყვეტას დარდობდა".

როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა მისი მოტყუებაც მოახერხა: "როცა მე იგი უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ ის თავის ნათქვამ სწორ სიტყვებში სულ სხვა აზრს დებს. მაგალითად, როცა ამბობს, რომ "საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა გააკონტროლოსო", საზოგადოებაში მილიარდერი საკუთარ თავს გულისხმობს".
რიტუალების სასახლე ჭორვილაში, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
"ჭორვილაში ყოვლისშემძლე თანასოფლელზე ფრთხილად ლაპარაკობენ, ჩურჩულით... ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბიძინა ივანიშვილის ვილის წინ შვეულმფრენის დასაშვები მოედანია და როცა მისი ძრავის გრუხუნი ისმის, ადგილობრივი მოსახლეობა ხვდება, რომ ოლიგარქი სახლში მოდის.
"პირდაპირ ცრემლი მომდის, როცა ასეთი უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ", - ამბობს ლალი მაქასარაშვილი, ჭორვილას საბავშვო ბაღის გამგე. იგი ვერ იტანს, რომ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ჭორვილაში ოლიგარქს არავინაც არ აკრიტიკებს. წყარო

იხილეთ ასევე: "ივანიშვილმა როგორც კი გაიგო საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა, იქვე გაწყვიტა ჩვენთან კავშირი"

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (18)
ნიაკო
12 მარტი 2019 16:51
რაც გააკეთა და რასაც აკეთებს იმაზეც მადლობა ბოლოსდაბოლოს ვალი ხო არ ქონდა ვინმესი
ზურაბ
12 მარტი 2019 15:21
ბიძინა ივანიშვილი 1970 წელს 14 წლის იყო, მე-4 კლასში ვერ იქნებოდა. ფოტოზე ვიღაც სხვაა.
...
12 მარტი 2019 15:06
მე არასოდეს ვიქნები ბატონი ბიდზინას მადლობელი მან არაფერი დანაპირი არ სჰეუსრულა ქარტველ ხალხს . მაგრამ უდავოდ სიმარტლეა რომ დზალიან ბევრი გაუკეტა არა მხოლოდ ჯჰორვილას არამედ მტელ საცჰხერის რაიონს და მადლიერი უნდა იყვეს იქაური მოსახლეობა მისი გჰმერტმა ბევრი მისცეს
ენგურელი
12 მარტი 2019 14:36
ბატ.ბიძინა უმადურობაზე საშინელება უფლის წინაშე არაფერი არაა. ასე რომ თქვენ მშვიდად იყავით ,ყველას თავისი სინდისით მოეკითხება.
madona
12 მარტი 2019 13:31
საჩხერე- სოხუმის ელექტრიჩკით მივემგზავრებოდით. მაშინ არაფერი გამეგონა ივანიშვილზე. მგზავრებს შორისმისი მეზობლებიც აღმოჩნდნენ. თქვეს იმ სიკეთეებზე რასაც ივანიშვილი მათ უკეთებდა, მაგრამ გამაოცა მათმააზრებმა რატომ უნდა ჰქონდესო მას. ისეთი შური გამოავლინეს, ახლაც გაოცებული ვარ. კარგი არ უნდა გაუკეთო ადამიანს...
...
12 მარტი 2019 13:24
ბატონო ბიძინა არ გვინდა თქვენიდანაპირები 100 საწარმო გტხოვთ ძალიან მოიყვანე პარლამენტში პატრიოტი საქართველოზე შეყვარებული ხალხი მოგყავს ისეთები რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებს აინტერესებს მარტო საკუთარი კეთილდღეობა
status quo
12 მარტი 2019 13:04
სურათზე ვინ ჩემი ცოდვით სავსემ დააწერა ,,ექვსკურსიაზე" ...
ლალუკა
12 მარტი 2019 12:55
ჭორვილას წყალი გადასხმოდეს მთელ საქართველოს, ხალხი სახლებს ვერ აშენებს სოფლებში, ქალაქში გამორბიან, ჭორვილაში ყველას ახალი სახლი აუშენა. ღმერთმა გააძლიეროს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები