პუტინს ეჯიბრება? - კვირის პალიტრა

პუტინს ეჯიბრება?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საცურაო მარათონისთვის გეზი შავი ზღვის სანაპიროსკენ აიღო და მოსისხლე მტრის, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, მაჩოს როლი მოიხდინა.

ბოლო წლებში საქართველომ აჭარის განვითარებისა და მისი დედაქალაქის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის ამბიციური პროგრამა წამოიწყო.

ოთხშაბათს, შავ ზღვაში, სააკაშვილმა 3,5 კმ კროლის სტილით გაცურა. მისი მიზანი საქართველოს აჭარის სანაპირო რეგიონში ტურისტების მოზიდვა იყოო, - განაცხადეს ჩინოსნებმა.

- წყალი შესანიშნავია! - განაცხადა სააკაშვილმა წყლიდან ამოსვლის შემდეგ, სადაც თბილისის მერს, გიგი უგულავას და სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს წყალბურთს ეთამაშებოდა და დასძინა, - აჭარაში ცურვა და გარუჯვა მაისიდან ნოემბრამდე შეიძლება, სეზონი ექვსთვიანია. ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყურებს "ოკუპანტი" ჩვენს ქვეყანას ასეთი შურით და რატომ სურს მისი დაპყრობა, - თქვა სააკაშვილმა.

3,5 კმ, რომელიც, ჩინოსანთა თქმით, სააკაშვილმა გაცურა, გრძელ დისტანციაზე მცურავი ათლეტების სტანდარტს (3,9 კმ) უახლოვდება და ორჯერ აღემატება ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე გრძელ დისტანციას აუზებში.

წყალში კუნთების დემონსტრირება იმ სურათს ჰგავდა, სადაც რუსეთის "რკინის კაცი", პუტინი, სააკაშვილის ნემეზიდა (ბერძნულ მითოლოგიაში - შურისძიების ქალღმერთი), ციმბირის მდინარეში ბატერფლაის“სტილით ცურავდა.

სააკაშვილმა უკბინა რუსეთსაც, რომელსაც საქართველოსთან 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა და დღეს ათასობით სამხედრო ჰყავს ჩაყენებული საქართველოს ორ გამოყოფილ რეგიონში.

პუტინსა და სააკაშვილს პირადი მტრობაც აქვთ: რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თითქოს დაიფიცა, საქართველოს პრეზიდენტს "კვერცხებით დავკიდებო"; პუტინი მას ჰალსტუხის ღეჭვის გამოც დასცინის...

"ფიგარო", საფრანგეთი