ჯორჯ ბუშის მემუარები - კვირის პალიტრა

ჯორჯ ბუშის მემუარები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის მემუარები სახელწოდებით, "გადაწყვეტილების მიღების დრო", 14 თავისგან შედგება.

ერთ-ერთ თავში აღწერილია რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა: - "როცა პრეზიდენტი გავხდი და პუტინი პირველად ვნახე, თვალებში ჩავხედე და მისი სული ამოვიცანი, თუმცა შემდეგ წლებში მან ჩემი შეხედულებების გადახედვის შანსი ბევრჯერ მომცა. ერთ-ერთი ბოლო შანსი 2008 წელი იყო, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა...

ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს პუტინს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილზე - ცხელსისხლიანია-მეთქი. მიპასუხა, - მე უფრო ცხელსისხლიანი ვარო, რაზეც მივუგე - არა ვლადიმირ, შენ ცივსისხლიანი ხარ".

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი