გაეროს რეზოლუცია ამხელს - კვირის პალიტრა

გაეროს რეზოლუცია ამხელს

გაეროს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელშიც დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიების "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა". დოკუმენტი თბილისში შეაფასეს, როგორც საქართველოს პოლიტიკური გამარჯვება და რუსეთის სერიოზული პოლიტიკური ფიასკო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რეზოლუციის შესაბამის კომიტეტებში განხილვის დროს რუსეთის დელეგაცია ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ტერმინებს - "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა", რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, არის მხარე, რომელიც პასუხს აგებს ეთნიკური წმენდისთვის.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობდა, განმარტავს, რომ საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპისა და აშშ-ის 28 მოქმედი პოლიტიკოსისგან, რაც 28 დემოკრატიულ, მოწინავე ქვეყანას ნიშნავს. მათი პოლიტიკოსები და პარლამენტარები მზად არიან, დაგმონ რუსეთის მოქმედებანი და ბოლომდე იდგნენ საქართველოს გვერდით. ეს რეზოლუცია მთელი მოწინავე თანამედროვე საზოგადოებრივი აზრის რწმენას გამოხატავს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ასამბლეის რეზოლუცია, - ამბობს ბაქრაძე.

რეზოლუციამ ასახა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულება საქართველო-რუსეთის პოლიტიკური წინააღმდეგობების მიმართ და მიესალმა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებს, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ მთლიანად არ შესრულდა ევროსაბჭოსთან არსებული ვენეციის კომისიის საკონსულტაციო მექანიზმები.

ჩანს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის აქტიური განხილვა ნოემბერში არ დამთავრდება. 22-25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომებში. წინასწარი ინფორმაციით, ის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს დეოკუპაციისა და მისი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე.

"რეგნუმი", რუსეთი