მოსკოვის გეგმები - კვირის პალიტრა

მოსკოვის გეგმები

რა უნდა სინამდვილეში რუსეთს საქართველოსგან? რა და ისევე, როგორც ყოფილ სატელიტებთან, დამოუკიდებელ მთავრობებზე კონტროლის განმტკიცება სურს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის.

საქართველო ბრძოლის ველია, სადაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ომია გაჩაღებული. სწორედ ამ ადგილას, ისევე როგორც კონფლიქტის სხვა ზონებში, რუსეთის ლიდერებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან და საკუთარი "ახალი აზროვნების" შესაბამისად იმოქმედონ.

ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა გზას აირჩევენ პუტინი და მედვედევი, რადგან მათ, როგორც ჩანს, თავად არ იციან, რა გზას დაადგებიან უახლოეს მომავალში. თუმცა, იმ სასიამოვნო ნოტების თანახმად, რაც  ლისაბონიდან გაისმის, რუსები მტკიცედ დაადგნენ აშშ-თან გლობალური პარტნიორობის გზას.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემა ის არის, თუ როგორ შეძლებს რუსეთი წარსული მიღწევების შენარჩუნებას მომავლის პოტენციალის დაუკარგავად. პუტინის დილემა ასეთია: როგორ უნდა მოხდეს გადასვლა პოსტსაბჭოთა მმართველობიდან ახალ გლობალურ პარტნიორობამდე აშშ-თან ისე, რომ გარდამავალ პერიოდში ამან უმართავი სოციალური რევოლუციის პროვოცირება არ მოახდინოს.

ამერიკა მხარს უჭერს ქართული საკითხების მშვიდობიან მოგვარებას. ამ ვალდებულებით ის თამამად ვერ ერევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან დაპირისპირების პრობლემის გადაწყვეტაში. რას მოითხოვს რუსეთი საქართველოსგან, ნატოსა და აშშ-ისგან იმისთვის, რომ უარი თქვას ტერიტორიაზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია, მზადაა, მის გამო ომში ჩაებას?

აფხაზეთის გადაქცევა რუსეთის სამხედრო ანკლავად პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის მიერ გატარებულ დერუსიფიკაციის პროგრამას. სამხრეთი ოსეთი მაშინ აფეთქდა, როდესაც საქართველოს ლიდერი იქიდან რუსების განდევნას და როკის გვირაბის გადაკეტვას შეეცადა.

იდეალური ამერიკულ-რუსული პარტნიორობა ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ საქართველოში ამერიკელების ყოფნა რუსული მხარის ინტერესებშიც შედიოდეს.

"ონლაინ ჯორნალი", აშშ