შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ, მაგრამ მკურნალობენ - რას აპროტესტებს შვეიცარიელი პოლიტიკოსი?
შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ, მაგრამ მკურნალობენ - რას აპროტესტებს შვეიცარიელი პოლიტიკოსი?
შვეიცარიის თავისუფალი დემოკრატების პარტიის და ასევე მთავრობის წევრმა სილვან სილფიკერმა შვეიცარიაში მყოფი ქართველი მიგრანტების საკითხი ოფიციალურად დააყენა.

საქმე შეეხება უფასო სამედიცინო მომსახურებას მიღებას თავშესაფრის წარუმატებელი ძიების პროცესში, რაც შვეიცარიაში ახალი ფენომენია.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნადა არის აღიარებული, ქართველები თავშესაფარს შვეიცარიაში მაინც ითხოვენ და იმ დროში, ვიდრე მათი საქმე განიხილება, სამედიცინო მომსახურებას უფასოდ იღებენ.

შვეიცარიის მთავრობაში ეს საკითხი სილვან ჰილფიკერმა წამოჭრა და ბევრი კრიტიკული კითხვაც დასვა.

"ქართველებს 2017 წლიდან
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ შვეიცარიაში. მათ არ აქვთ თავშესაფრის ძიების უფლება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანად ითვლება"
- აცხადებს სილვან ჰილფიკერი. მისი თქმით, კარგი სამედიცინო სისტემის გამო შვეიცარია სხვა ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებით მიმზიდველია სამედიცინო ტურიზმისთვის. სილვან ჰილფიკერს მაგალითად საფრანგეთი მოჰყავს: "საფრანგეთს უკვე ჰქონდა რეაგირება
აღნიშნულ პრობლემაზე და თავშესაფრის მაძიებლებს მხოლოდ სამი თვის შემდეგ უწევენ სამედიცინო მომსახურებას. გამონაკლისია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება".

შვეიცარიის თავისუფალი დემოკრატების პარტიის წევრის განცხადებით, ცხადია, რომ შვეიცარიამ უნდა შეიფაროს ის პირები, რომელთა სიცოცხლესაც საკუთარ ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ ლიბერალური პოლიტიკის ბოროტად გამოყენების დაშვებას.

ჰილფიკერმა სოციალური მომსახურების სამსახურისგან შეიტყო, რომ თავშესაფრის მაძიებელთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები გაზრდილია. უცნობია, რამდენად აქვს ამ ხარჯებზე გავლენა ზემოთ აღნიშნულ ამ პროცესს. ამიტომ ჰილფიკერს სვამს კონკრეტულ კითხვებს: თავშესაფრის მაძიებელი რამდენი ქართველია შვეიცარიაში და მათგან რამდენს გაეწია სამედიცინო მომსახურება? გარდა ამისა მას აინტერესებს, რა ღირს ეს "უფასო მომსახურება, ანუ კანტონების საავადმყოფოებში პროცენტულად რამდენია თავშესაფრის ქართველ მაძიებელთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ხვედრითი წილი საერთო სამედიცინო მომსახურებების ხარჯებთან შედარებით და რომელ სამედიცინო დარგებს შეეხება ეს მომსახურებები.

თარგმნა თამარ ზაზაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?