BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს - კვირის პალიტრა

BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს

ბრიტანული ბი-ბი-სის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ყველის ისტორია. გამოცემასთან მკვლევარი ანა მიქაძე- ჩიკვიაძე ქართული ყველის თანამედროვე სახეობებსა და ზოგადად მის წარმომავლობაზე საუბრობს. როგორც სტატიიდან ვიგებთ, საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოც კი იყოს და ამის თქმის უფლებას მისი საუკუნოვანი ისტორია გვაძლევს.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

"თბილისიდან 26 კილომეტრში, ქალაქი მცხეთა მდებარეობს. სწორედ მცხეთაში ასვლით, მისი დათვალიერებითა და არქეოლოგიური მონაპოვარი მასალის ხილვით ვხვდებით, რომ შესაძლოა საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ათასობით წლის წინ, ყველს უძველესი ტრადიიციისამებრ აკეთებდნენ. ქართველები კი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს ყველის ამოყვანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ყველის გაკეთების ერთმანეთისგან გამორჩეული ტრადიცია აქვს.

საქართველოს უცხო და გამორჩეული ისტორია აკავშირებს ყველთან. ქვეყანაში წლების განმავლობაში საბჭოთა არასწორი ეკონომიკა მძვინვარებდა, ამან ყველის გამორჩეულად დამზადების ტრადიცია შეაფერხა და თითქოს გაანადგურა კიდეც.

ახლა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც "ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარეა, საქართველოს სხვადსხვა რეგიონსა და სოფელში მოგზაურობს და ქართული ყველის წარმომავლობასა და მრავალფეროვნებას იკვლევს. ამ პროცესს სწორედ ეს ორგანიზაცია წარმართავს, რომლის წევრები ცდილობენ მოძებნონ ის ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც უძველეს, ტრადიციულ და გამორჩეულ ყველს აკეთებენ.

1921-1991 წლებში საბჭოთა სისტემის დროს პოლიტიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, მასობრივად მხოლოდ 4 მარტივი სახეობის ყველის წარმოება დაიწყეს: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის ყველი. საოჯახო მეურნეობებში განსხვავებული სახეობებიც იწარმოებოდა, მაგრამ ადამიანებს ეშინოდათ თავისი უცხო და გამორჩეული ნაწარმის გარეთ გამოტანის, რადგან არ იცოდნენ ამას საბჭოთა ხელმძღვანელობისგან რა რეაქცია მოჰყვებოდა. სწორედ ამ 7 ათეული წლის შემდეგ მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით ფართოდ ხელმისაწვდომი ისევ მხოლოდ 4 სახეობის ყველია და საზოგადოებამ არც კი იცის სხვა ათობით ყველის არსებობის შესახებ.

ქალბატონმა ანამ ქართული ყველის მრავლასახეობის თაობაზე რამდნეიმე წლის წინ, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილისგან შეიტყო. როგორც თვითონ ამბობს, მანამდე როგორ სხვა ბევრი საქართველოში, ისიც მიიჩნევდა, რომ აქ მხოლოდ 4 სახის ყველი არსებობდა. ის გაოცდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყველის კულტურის გაცნობით და მიზნად დაისახა ეპოვნა და გაეცოცხლებინა ყველა ძველი სახეობა. მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ ხშირად შორს, მთის სოფლებში უფრო მიყვებოდნენ ძირძველ ტრადიციებს, ვიდრე ბარში.

ანა მიქაძე- ჩიკვიაძე წლების განმავლობაში მოგზაურობდა სხვადასხვა მხარეში, სტუმრობდა სოფლებს, ესაუბრებოდა ხანშიშესულ ადამიანებს და სწავლობდა მათგან ყველის დამზადების შედარებით უცნობ წესებს.

ასე აღოაჩინა მიქაძემ გალინა ინასარიძე, რომელიც ყველს ოჯახური ტრადიციის მიხედვით ამზადებდა.

გალინა ინასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდას ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ძირითადი სოფლიდან 12 კილომეტრით შორსაა. ეს არის ადგილი, სადაც საოჯახო მცირე მეურნეობაში ამზადებენ ტენილს - ბაწარივით დაჩეჩილ ყველს.

გალინა ინასარიძებ ამ ტრადიციით ყველის გაკეთება დედისგან და ბებიისგან ისწავლა და შემდეგ თავის შვილებს ასწავლა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გალინა ინასარიძეს დაეხმარა შეექმნა ყველის მაღაზია თბილისში, სადაც ყოველთვიურად 500 კილომდე ყველი იყიდება.

სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კავკასიონის მთებში ყველის რამდენიმე პოპულარული სახეობაა გავრცელებული.

ტენილი: ძროხის რძისგან დამზადებული ყველი, სამცხე ჯავახეთის კულტურიდან, რბილი და ცოცხალი გემოთი. ის მზადდება ხელით, მისი გაწელვითა და დაჩეჩვით.

გუდა: ამ სახეობის დამზადება უძველესი ტრადიციული რეცეპტით ხდება. ამზადებენ თუშეთში. მის გაკეთებას 6 თვე სჭირდება. მარილიანი და არომატულია.

ნარჭვი: სვანეთში დამზადებული ტრადიციული ყველია, რომელიც პატარა ხეში იდება და ქვებით რამდენიმე თვის განმავლობაში იპრესება. ეს არის რბილი, კარაქის ტექსტურის ყველი, მკვეთრად გამოკვეთილი გემოთი.

დამბალხაჭო: მცხეთა-მთიანეთისთვის დამახასიათებელი მშრალი ყველი, რომელიც ძროხის რძისგან კეთდება და სპეციფიკური არომატით გამოირჩევა.

იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს ყველაფერი ყველის შესახებ, ანა მიქაძე-ჩიკვიაძემ 2015 წელს ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყელის სახეობების ფესტივალი მოაწყო, რომელიც უკვე ყოველწლიურად იმართება. ამ დროისთვის ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში 60-ზე მეტი სახეობის ყველი აღმოაჩინა. ქვეყანაში უკვე 10 რესტორანია, სადაც ქართული ყველის სხვადასხვა სახეობების ყიდვა და დაგემოვნებაა შესაძლებელი. წყარო

სტატიაში გამოყენებულია ტეილორ ვეიდმანის ფოტოები

იხილეთ ასევე: "მთავარია ადამიანს შრომა არ ეზარებოდეს..." - დამბალხაჭოს რეცეპტი 76 წლის ელდარი პაპასგან

მოამზადა ელენე მეტრეველმა