"ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე?
"ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე?
ბრიტანული გამოცემა Daily Express საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, გაღებული დონაციის შესახებ წერს. სტატია სახელწოდებით: "ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა 25.5 მილიონი ფუნტი გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად", გამოქვეყნდა.

"ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ყველაზე მსხვილი კერძო დონორი გახდა მსოფლიოში", - წერენ სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილმა, მის ოჯახთან ერთად, 100 მილიონი ლარი, დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი გაიღო საქართველოს მთავრობის ფონდისთვის #STOPCOV. აქვე ნათქვამია, რომ ეს საჩუქარი
საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთჯერადი კერძო კონტრიბუციაა და ის დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. "ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, მათი ფონდი "ქართუს" მეშვეობით 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს საქართველოში სხვა
დასხვა სფეროს ქველმოქმედებისთვის. მათ შორის არის, თეატრებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია", - წერენ სტატიაში. წყარო
ani
21 აპრილი 2020 00:58
მე და ნაცი?:-) არ ვარ ბატონო ნაცი, უბრალოდ ვერ ვიტან მატყუარა, და გადამგდებ ადამიანს.
ივანიშვილი კიდევ აგრდზელებს ქარტველი ხალხის მოსყიდვას. ეს შეკვეტილი სტატიებიც , მარტლა გაუნატლებლებო რომ არ იციტ, სტატიებს არავინ არავიზე წერს ტუ უს სეკვეტილი და გადახდილი არ არის!).
მეორეზ, რა გაუკეტა ივანისვილმა ამ 7-8 წელსი ქარტველ ერს?? რომ უპრო გაღატაკდა ხალხი? რომ უპრო მეტმა ტავი ჩამოიხრჩო? რომ უპრო მეტმა დატოვა ქვეყანა, რომ უპრო მეტი შიმშილიტ იხოცება
სოხუმსკი
20 აპრილი 2020 22:27
არც ქოცი ვარ და არს ნაცი ვარ უბრალო გლეხი მაგრამ მიკვირს სად არის ამ გაჭირვების დროს გაერთიანებული ოპოზიცია
მედეა
20 აპრილი 2020 10:31
გაიხაროს ბიძინა ივანიშვილმა, იხეიროს მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა, იმრავლოს საქართველოში მაგისნაირმა შეძლებულმა ადამიანებმა, მომრავლდეს ხვავი და ბარაქა ყველა ოჯახში, საკუთარი ხარისხიანი პროდუქცია შექმნას ქართულმა მრეწველობამ, აყვავდეს და ფრთები გაშალოს ქართულმა სოფლისმეურნეობამ , გონებაგახსნილი და ნიჭიერი ახალგაზრდობა მოვიდეს ხელისუფლებაში, ერთსულოვნება და ურთიერთ პატივისცემა დამკვიდრდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ა ვ ი აგვშორდეს და ლხინი დაგვიმეგობრდეს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე--ამინ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები