"ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე?

ბრიტანული გამოცემა Daily Express საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, გაღებული დონაციის შესახებ წერს. სტატია სახელწოდებით: "ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა 25.5 მილიონი ფუნტი გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად", გამოქვეყნდა.

"ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ყველაზე მსხვილი კერძო დონორი გახდა მსოფლიოში", - წერენ სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილმა, მის ოჯახთან ერთად, 100 მილიონი ლარი, დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი გაიღო საქართველოს მთავრობის ფონდისთვის #STOPCOV. აქვე ნათქვამია, რომ ეს საჩუქარი საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთჯერადი კერძო კონტრიბუციაა და ის დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. "ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, მათი ფონდი "ქართუს" მეშვეობით 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროს ქველმოქმედებისთვის. მათ შორის არის, თეატრებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია", - წერენ სტატიაში. წყარო