თბილისს იმედი აქვს... - კვირის პალიტრა

თბილისს იმედი აქვს...

საქართველოს მთავრობა მიესალმება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ-ის საგარეო დახმარების ერთ-ერთი გავლენიანი სააგენტო) გადაწყვეტილებას, რომელმაც თბილისს მეორე, ხუთწლიანი გრანტის მოპოვების შანსი მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ხარისხის და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა ახალი გრანტისთვის ჯერ არ დასრულებულა, ქართველი მოხელეები დაინტერესებას ქვეყნის საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართ გამოთქვამენ.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) ეს გადაწყვეტილება 5 იანვარს გამოაცხადა. MCC-ს ახალი პროექტის (რომლის ადმინისტრირებასაც მისი თბილისის ფილიალი "მილენიუმის გამოწვევა საქართველო" (MCC) განახორციელებს) დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება მას შემდეგ, რაც თბილისი განვითარების სრულყოფილ პროექტს წარადგენს. აპრილში საქართველო დაასრულებს მის პირველ, 395.3 მლნ დოლარიან გრანტთან ან შეთანხმებასთან“ (ე.წ.ცომპაცტ) დაკავშირებულ პროგრამებს, რომელიც 2006 წელს დაიწყო. დამატებითი გრანტისთვის ქვეყნები (MCC მათ "კომპაქტებს" უწოდებს) სამი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩა.

ესენია: პირველი შეთანხმების წარმატებით დასრულება, რეფორმების მაჩვენებლები და ფონდების არსებობა. მეორე კომპაქტის მიმღებ ქვეყნად განაც დასახელდა.

MCC–ის მეორე გრანტი, რომელიც ჯერ აშშ-ის კონგრესმა უნდა მოიწონოს, ასევე დამოკიდებულია საქართველოს მიერ პროგრამებისთვის წარმოდგენილ წინადადებებზე, და არ გამოიყოფა მანამ, სანამ საქართველო არ დაასრულებს მიმოხილვის ხანგრძლივ პროცესს.

საქართველოს მთავრობას MCC-ის დაფინანსებისთვის საკუთარი წინადადებების წარდგენა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა აღნიშნა, რომ განათლების და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა მისი განვითარების პროგრამის მთავარი სამიზნეებია. განხორციელების შემთხვევაში დაფინანსება აშშ-ის მთავრობის 1 მლრდ-იან დახმარებას დაემატება, რომლის გაცემაც საქართველოსთვის 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ განისაზღვრა.

2011 წელს საქართველოს მთავრობა დონორებისა და უცხოური მთავრობებისგან 877 მლნ დოლარზე მეტ ფინანსურ დახმარებას ელოდება.

"ეურაზიანეტ", აშშ