"ცივი ომი" არქტიკაში - კვირის პალიტრა

"ცივი ომი" არქტიკაში

არქტიკის კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოს ემუქრება არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფით, არამედ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლით იმ ქვეყნების

მთავრობებს შორის, რომლებიც რეგიონის რესურსებისთვის ექიშპებიან ერთმანეთს.

"არქტიკული ხუთეული" - აშშ, რუსეთი, ნორვეგია, კანადა და დანია (გრენლანდიის მფლობელი) ცდილობენ, მიისაკუთრონ პლანეტაზე დარჩენილი აუთვისებელი ტერიტორიები. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ ყინულის საფრის ფართობის შემცირების შემდეგ იქ ნავთობის შესაძლო უზარმაზარი მარაგის ექსპლუატაციის საშუალება გაჩნდა. ამ მარაგის დიდი ნაწილის ექსპლუატაცია ამჟამად ხელსაყრელი არ არის - ბარენცის ზღვაში რუსეთის გაზმომპოვებელი კომპლექსისა და ნორვეგიის ნავთობმომპოვებელი ცენტრის პროექტები მეტისმეტად ძვირად ღირებული აღმოჩნდა, მაგრამ "არქტიკული ხუთეულის" მთავრობები იმედოვნებენ, რომ მალე ტექნიკის მიღწევები ამ პროექტის განხორციელებას შესაძლებელს გახდის.

"ხუთეულმა" კარგად იცის, რომ ჩრდილოეთყინულოვანი ოკეანის ზედაპირიდან ყინულოვანი საფრის გაქრობას შესაძლოა სახიფათო სტრატეგიული შედეგები მოჰყვეს. მალე უფრო გაღრმავდება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხი - როგორ უნდა გაიყოს სადავო წყლები. კონფლიქტები ალბათ მშვიდობიანად დამთავრდება, თუმცა ნებისმიერი საერთაშორისო დავა რუსეთის მონაწილეობით ადვილად შეიძლება კონფრონტაციად გადაიქცეს.