დოლარს რეზერვი სჭირდება - კვირის პალიტრა

დოლარს რეზერვი სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, დოლარი არ უნდა იყოს მსოფლიოში ერთადერთი სარეზერვო ვალუტა, რადგან ისეთი განვითარებადი

სახელმწიფოების გაძლიერება, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, ამერიკის პირველობას საფრთხეს უქმნის. მრავალპოლარული მსოფლიო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ერთ ვალუტას, ამ სამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიები ადრე თუ გვიან, ფინანსთა სფეროში იპოვის გამოხატულებას, - თქვა სარკოზიმ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ ევრო გახდეს ერთადერთი ვალუტა, რომელიც, როგორც ადრე, თავის თავზე აიღებს სავალუტო ბაზარზე მომხდარი რეორგანიზაციის სიმძიმეს.

მსოფლიო ფინანსებში გაბატონებული დოლარი გააკრიტიკეს იტალიის ქალაქ აკვილაში "დიდი რვიანის" ლიდერების შეკრებაზე. სარკოზიმ მხარი დაუჭირა ჩინეთს, რუსეთსა და განვითარებადი ბაზრის მქონე სხვა ქვეყნებს და მკაცრად თქვა, - უნდა დამთავრდეს დოლარის ბატონობაო.

პეკინი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვი აქვს, შეწუხებულია იმით, რომ აშშ-ის უზარმაზარი საგარეო ვალი ემუქრება დოლარის სტაბილურობას და, აქედან გამომდინარე, ჩინეთის სადოლარო აქტივებს.