მედვედევი რუსეთს აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

მედვედევი რუსეთს აკრიტიკებს

სტატიაში, "რუსეთო, წინ!", რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და მას უწოდა "ჩამორჩენილი, კორუმპირებული",

"პრიმიტიული" ეკონომიკის, "სუსტი" დემოკრატიის მქონე ქვეყანა, რომელსაც "ზარმაცი" ხალხი  ჰყავს.

სახელმწიფოს მეთაური ჩივის, რომ მის თანამოქალაქეებს, რომლებმაც 1945 წელს ნაციზმი დაამარცხეს, დღეს "კორუფციასთან და ჩამორჩენილობასთან" უწევთ ბრძოლა, რათა მათი ქვეყანა "თანამედროვე და კეთილმოწყობილი" გახდეს. "ნუთუ ასე უნდა ვათრიოთ მომავალშიც ჩვენი პრიმიტიული, ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკა, ქრონიკული კორუფცია, მოძველებული ჩვევა - პრობლემების გადაწყვეტაში  უცხოეთის რაღაც “ყოვლისშემძლე სწავლების და ყველას იმედზე ყოფნა, გარდა საკუთარი თავისა? აქვს კი ამგვარ ტვირთმოკიდებულ რუსეთს საკუთარი ხვალინდელი დღე?”- კითხულობს პრეზიდენტი და დასძენს, - მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ რუსეთში "ყველაფერი წესრიგში სულაც არ არის”და ოცი წელია, რაც ქვეყანა ვერ გავათავისუფლეთ ამ დამამცირებელ ნედლეულზე დამოკიდებულებისაგან. რუსეთის დღევანდელმა ეკონომიკამ საბჭოთა ეკონომიკისგან ყველაზე მძიმე ნაკლი გადმოიღო - ის მნიშვნელოვანწილად უგულებელყოფს ადამიანის მოთხოვნებს."”