"ეს ტერაქტი "შურისძიება" იყო" - კვირის პალიტრა

"ეს ტერაქტი "შურისძიება" იყო"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამჯერად მოსკოვის აეროპორტში, ხოლო სხვადასხვა დროს რუსეთში მომხდარი ტერაქტები შურისძიებაა რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გატარებული პოლიტიკის გამო.

ასევე, მან რუსეთი შეადარა "ნიანგს, რომელიც მზად არის ჩვენს ჩასაყლაპად".

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი. მან თქვა, რომ მოსკოვი მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტულ მისწრაფებებს აღვივებს. "მე თავის დროზე ვლადიმირ პუტინი გავაფრთხილე, - სეპარატისტების მხარდაჭერა ძალადობის ტალღადვე დაუბრუნდება რუსეთს-მეთქი. მან მიპასუხა, - თუ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ გაბედავს წამოსვლას, ტარაკანივით გავჭყლეტთო"...

სააკაშვილი და რუსეთის ხელმძღვანელობა 2008 წლის ომის შემდეგ არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. მისი ეს კომენტარები, რომლებიც დომოდედოვოში აფეთქების კვალდაკვალ მოხდა, უეჭველად გააცოფებს კრემლს.

"ინდეპენდენტი", დიდი ბრიტანეთი