მოსკოვმა თავისას მიაღწია... - კვირის პალიტრა

მოსკოვმა თავისას მიაღწია...

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილეს და დაგმეს ოპოზიციის მიმართ ბელორუსიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა აღძრული სარჩელების რაოდენობით რეკორდსმენი ქვეყნების სია, რომელსაც კვლავ რუსეთი უდგას სათავეში. გარდა ამისა, მოსკოვმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ მომავალში ევროსაბჭოს ყოველ სესიაზე აღარ ილაპარაკებენ 2008 წლის საქართველოს ომზე, რის გამოც რუსეთის დელეგაციას გუნება-განწყობილება უფუჭდებოდა.

რუსეთის დელეგაციისთვის 27 იანვარი კარგი ამბით დაიწყო: ევროსაბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ მომავალში ასამბლეა თავის სესიებზე აღარ განიხილავს 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და მხარეების მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციებს. ამის შემდეგ მომხსენებლები, რომლებიც დააკვირდებიან ევროპის საბჭოს წინაშე რფ-ისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მხოლოდ წელიწადში ერთხელ წარადგენენ ინფორმაციულ შეტყობინებას ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი მხარეების ურთიერთობის შესახებ.

რუსმა პარლამენტარებმა ეს ამბავი დიდ გამარჯვებად მიიჩნიეს, რადგან 2008 წლიდან ასამბლეა ყოველ სესიაზე განიხილავდა კონფლიქტის შედეგებს და ყოველთვის იღებდა რეზოლუციებს, სადაც მოსკოვის ქმედებას აკრიტიკებდა, ითხოვდა მისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას და ამ რეგიონებიდან ჯარების გაყვანას. ამ თემაზე დებატები ყოველთვის სკანდალით სრულდებოდა. ქართული დელეგაცია, რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა. რუსები კი თბილისს აკრიტიკებდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო.

ახლა კი ცხელი დებატების დრო წარსულს ჩაჰბარდა...

"კომერსანტი", რუსეთი