"მსოფლიო დაგვცინებს" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო დაგვცინებს"

რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა ზენიტშია. ორივე ქვეყნის ხელისუფალნი და პოლიტიკოსები ერთმანეთს გამუდმებით კბენენ და სხვადასხვა ეპითეტით ამკობენ. მათი ქიშპი ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზეც აისახება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო მუსიკალური ქვეყანაა და ჭირსა თუ ლხინში სიმღერას უმთავრესი ადგილი უკავია. უწინ ქართულ სიმღერებთან ერთად ქართულ სუფრაზე ოჯახებსა და რესტორნებში რუსული სიმღერებიც ისმოდა, მაგრამ ახლა საქართველოში უპრეცედენტო რამ ხდება - ქართველ მომღერლებს რუსული სიმღერების შესრულება ეკრძალებათ - ჯერჯერობით რესტორნებში...

ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ამბობს: - თბილისიდან ბრძანება მივიღეთ, რუსული სიმღერები აღარ იმღეროთო (ჩვენმა კორესპონდენტებმა ფარული კამერით გადაიღეს, თუ როგორ ემუქრებოდნენ რესტორნის მფლობელს თბილისის გარეუბანში). ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ ენას მტრის ენად მიიჩნევს.

ქართული მედიის ცნობით, რესტორნის მფლობელები ფინანსთა სამინისტროში გამოიძახეს და რუსული სიმღერების შესრულების შემთხვევაში ჯარიმით დაემუქრნენ. სამინისტროში კომენტარზე უარს ამბობენ, მხოლოდ ის თქვეს, ამგვარი შეხვედრა არ შემდგარაო. მომღერალი და კომპოზიტორი თემურ რცხილაძე შეშფოთებულია: ჩემმა მუსიკოსებმა ბოდიში მოუხადეს რესტორანში რუსული სიმღერების დამკვეთ საზოგადოებას, აუხსნეს, - ამის გამო შეიძლება 300 დოლარით დაგვაჯარიმონო. თუ აკრძალვა ძალაში შევა, საქართველო მსოფლიოს დასაცინი გახდება, რადგან ეს რეალური ბოდვაა!

კულტუროლოგი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, - რუსული სიმღერების აკრძალვა არ შეიძლება, სახელმწიფომ საზოგადოება ამგვარი სახით არ უნდა მართოს. ეს უკვე ცენზურის ნიშნებიაო.

"RT", რუსეთი