ხელშეკრულება დაიდო - კვირის პალიტრა

ხელშეკრულება დაიდო

მანჰეტენზე, ცათამბჯენ  Trump Tower-ში გამართულ ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოში ორი ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი, ეჩვენებინა, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საკმარისად დიდია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეველოპერის მოსაზიდად. დეველოპერი დონალდ ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ იმის საჩვენებლად, რომ იგი მსოფლიო სტანდარტების დონეზეა.

გარიგება მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ქარიზმატულმა და ინგლისურად კარგად მოლაპარაკე პრეზიდენტმაც აკურთხა. ბ-ნ სააკაშვილს სურს, უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, რადგან ცდილობს, თავისი გაღარიბებული ქვეყანა რუსულ ორბიტას მოსწყვიტოს და აშშ-ს უფრო მჭიდროდ დაუკავშიროს.

ცათამბჯენებს უშუალოდ ტრამპი, მსოფლიოში პირველი ვირტუალური დეველოპერი არ ააშენებს. ის საკუთარი სახელის გამოყენებაზე ლიცენზიას სხვებს აძლევს, დეველოპერულ საქმიანობას თავად არ ეწევა, თუმცა ზოგჯერ თავადაც აშენებს ცათამბჯენებს, მაგ., ნიუ-იორკში ააგო Trump World Tower-ი.

მოკლედ, აღნიშნული შეთანხმება ტრამპის  ბრენდის გლობალური არეალის გაფართოების მორიგი შანსია, რომლის ოქროს ასოებიც უკვე ამშვენებს ოთხი კონტინენტის შენობებს და რომლის სახელიც უკვე ჰქვია დიდი ხნის ტელეგადაცემას, შოტლანდიური გოლფის მოედანს, არაყს, შოკოლადს, წიგნებს და საიუველირო ნაკეთობებს.

მშენებლობა 2013 წელს იგეგმება და თუკი დაიწყება, მას Silk Road Group-ის მმართველი გიორგი რამიშვილი უხელმძღვანელებს. Silk Road Group-ი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო კომპანიაა.

გარიგება, რომლის მოცულობასაც პარტნიორები 300 მლნ დოლარად აფასებენ, ორ პროექტს მოიცავს. ესენია: ცათამბჯენი  თრუმპ თოწერ თბილისი, რომელიც აიგება "ვარდების რევოლუციის" მოედანზე თბილისში და ცათამბჯენი თრუმპ ღივიერა, რომელიც   შილკ ღოად-ის დაგეგმილი კომპლექსის ნაწილია. ამ კომპლექსში შედის კაზინო, საგამოფენო დარბაზი და სანაპირო იახტებისთვის. ის აიგება ქალაქ ბათუმში.

ტრამპისა და სააკაშვილის პარტნიორობა მათი ორწლიანი მეგობრობის შედეგია. საქართველოს პრეზიდენტმა ბ-ნი ტრამპი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს მოძებნა მას შემდეგ, რაც 2008 წელს წაიკითხა ტრამპის წიგნი თრუმპ Never Gives Up -ი ("ტრამპი არასდროს ნებდება"). ისინი დამეგობრდნენ. შარშან ტრამპმა საქართველოში თავისი წარმომადგენელი მაიკლ კოენი გაგზავნა, რათა შილკ ღოად-თან რამდენიმე პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა განეხილა.

ბატონმა სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია, ბატონ ტრამპს ზოგჯერ ზედმეტი ეგოცენტრიკულობისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ დეველოპერში მან "ცნობისმოყვარე" და საქართველოსა და რეგიონში კარგად "გაცნობიერებული" ადამიანი დაინახა. "ვფიქრობ, დონალდ ტრამპს საოცარი ალღო აქვს", - თქვა სააკაშვილმა.

თავად სააკაშვილი ცნობილია თავისი კომუნიკაბელურობით. ის პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს და მას შემდეგ ამერიკის მტკიცე მოკავშირეა.

საქართველოში ტრამპი ლიცენზიას გასცემს მისი სახელის გამოყენებაზე, ხოლო მისი კომპანია უძრავი ქონების ორი ობიექტის მართვას განახორციელებს. ის ასევე იმუშავებს შილკ ღოად-თან პროექტების დაფინანსებისა და ცათამბჯენების ბაზარზე წარდგენის პროცესში.

ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას. "გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, მოგვიანებით გადავწყვეტთ", - თქვა მან.

სააკაშვილი ვარსკვლავური უცხოური ინვესტორების მოზიდვას ცდილობს, რათა აჩვენოს რომ საქართველო კვლავ გახსნილია ბიზნესისთვის გლობალური რეცესიისა და რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც ძალიან შეამცირა ეკონომიკის მამოძრავებელი პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი.

ქართველები ძველებურად ღარიბები არიან. ქვეყანაში, სადაც 4.3 მლნ კაცი ცხოვრობს, საშუალო წლიური შემოსავალი 2009 წელს 2.455 დოლარი იყო.

რუსეთთან ომამდე საქართველო წელიწადში დაახლოებით 2 მლრდ დოლარის უცხოურ ინვესტიციას იზიდავდა. კრიზისის დროს ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებთან დაიწყო მუშაობა,  ისეთებთან, მაგალითად, როგორიცაა რას ალ-ჰაიმანის ნაციონალური კეთილდღეობის სუვერენული ფონდი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ამ ფონდმა შეიძინა ფოთის პორტი, რომელიც ბათუმის ჩრდილოეთით მდებარეობს.

"ტრამპი პირველი მსხვილი ამერიკელი დეველოპერია, რომელიც საქართველოში შედის, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი კომპანია ადრე უკვე მუშაობდა ამერიკელ პარტნიორებთან ან ამერიკული ბანკებიდან იღებდა დაფინანსებას", - განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავამ.

კომპანია შილკ ღოად-ი, რომელმაც ახლახან დედაქალაქში სასტუმრო ღადისსონ თბილისი გახსნა, ზაფხულში კიდევ ერთის, Batumi Redisson-ის გახსნას ვარაუდობს. ტურიზმი შილკ ღოად-ისთვის საქმიანობის შედარებით ახალი სფეროა. ეს კომპანია საწვავით ვაჭრობს, ახორციელებს გადაზიდვებს, ასევე საქართველოს მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერია.

კომპანიას ასევე კონტრაქტი აქვს გაფორმებული ავღანეთსა და ერაყში ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე.

ქართველებმა, როგორც ჩანს, ტრამპების კლანს თვალი კარგა ხანია დაადგეს. ორი წლის წინ  შილკ ღოად-ის მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი რცხილაძემ ტრამპის ყოფილი მეუღლე, წარმოშობით ჩეხი ივანა ტრამპი შესაძლო ინვესტიციებზე სასაუბროდ საქართველოში დაპატიჟა. ის ბათუმს ეწვია და ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდა. "ჩვენ ერთად დავბრუნდებით", - განაცხადა ივანამ საქართველოდან გამგზავრებისას.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ