"ხვანჭკარის" სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

"ხვანჭკარის" სანაცვლოდ

მოსკოვს იმედი აქვს, რომ აშშ საქართველოზე გავლენას მოახდენს და თბილისი მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაში ხელს აღარ შეუშლის.

პროგრესის მისაღწევად მოსკოვიც მზადაა კომპრომისისთვის. რფ-ის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, - ქართულ ღვინოს დავაბრუნებთ რუსულ ბაზარზე, მაგრამ საქმე მხოლოდ "ხვანჭკარის", "ქინძმარაულის" და სხვა ღვინოების ხარისხი კი არა, საქართველოს დელეგაციის პოზიციაა: ამ ტერიტორიულ-ეროვნული წარმონაქმნის გარკვეულმა წრეებმა წარმოიდგინეს, რომ მათი ვარსკვლავური დრო დადგა, რომ ისინი რუსეთის ინტერესების შებღალვას შეძლებენ. იმის მაგივრად, რომ პროფესიულად მიუდგნენ საკითხს, გაუთავებელ პრეტენზიებს გვიყენებენ. ასეთი ტონი მხოლოდ ნეგატიურ რეაქციას იწვევსო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერით მოსკოვი შეძლებს თბილისის წინააღმდეგობის დაძლევას. ამის საფუძველს აძლევს ის, რომ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა ისაუბრეს.

რფ-ის მთავრობის აპარატის მეთაურის ცნობით, ბაიდენმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა თბილისს მიანიშნა, - არ ღირს ამ საქმეში რუსეთის ხელის შეშლაო, თუმცა აპარატში ისიც აღნიშნეს, რომ ბაიდენი კონკრეტულად არაფერს დაჰპირებიათ..

"კომერსანტი", რუსეთი