მოსკოვი დუმს, საქართველო შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

მოსკოვი დუმს, საქართველო შეშფოთებულია

საქართველოს მოთხოვნით, ინტერპოლმა მაიორ ევგენი ბორისოვის ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება 2010 წლის შემოდგომაზე თბილისში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობა.

საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებული ჰყავს ცხრა კაცი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა თბილისმა ბევრჯერ შესთავაზა რუსეთს ერთობლივი გამოძიების ჩატარება, მაგრამ მოსკოვის პოზიცია ჯერაც გაურკვეველია. საქართველოს სპეცსამსახურების ბრალდებები დაფუძნებულია ევგენი ბორისოვის კონტაქტებზე იმ უკვე დაპატიმრებულ ხალხთან.

გამოძიების დეტალები სახელმწიფო საიდუმლოებად არის გამოცხადებული. პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის წამყვანი ექსპერტი პაველ სალინი არ გამორიცხავს, რომ ქართველმა სპეცსამსახურებმა ფაქტები გააყალბეს.

"ქართულმა პროპაგანდამ ძლიერი კოზირი ჩაიგდო ხელში - ხედავთ, ჩვენ ინტერპოლი გვიჭერს მხარსო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, თუ საერთოდ ჩატარდა ეს პროცესი, - ამბობს ექსპერტი, - მე იმასაც ვუშვებ, რომ ქართველებმა საქმე შეთითხნეს, ბრალდებებს დამტკიცება უნდა. ინტერპოლი ხშირად აცხადებს ადამიანთა ძებნას, მერე კი მტკიცებულებების უქონლობის გამო მათ ბრალდებას უხსნის".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ევგენი ბორისოვის საქმე უწყების თათბირზე განიხილება. უფრო ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებებს, საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებების შესახებ, "გამოგონებული" უწოდა.

"კომერსანტი", რუსეთი