ევროპარლამენტი დიალოგის მომხრეა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტი დიალოგის მომხრეა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პოსტსაბჭოთა სივრცის აუღიარებელ რესპუბლიკებთან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

დოკუმენტი ეძღვნება პროექტებს, რომლებიც განკუთვნილია ყოფილი სსრკ-ის ზოგიერთი რესპუბლიკისთვის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა) გამიზნული საინტეგრაციო პროგრამისთვის "აღმოსავლეთის პარტნიორობა".

47-ე პუნქტში კერძოდ აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელმა მოხელეებმა (საზღვარგარეთის საქმეებში ევროკავშირის უმაღლესი თავმჯდომარე და საგარეო პოლიტიკის ევროპული სამსახური), აქტიურად უნდა ეძებონ დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში (ლაპარაკია აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღზე) კონფლიქტების მოგვარების გზები. ტექსტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე: მათ შორის თვითგამორკვევის უფლებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე.

მომდევნო პუნქტში ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებელმა ევრომოხელეებმა უნდა "გაითვალისწინონ აუღიარებელ რესპუბლიკებთან დაკავშირებული პრაგმატული ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები"; .'კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებს, "დიალოგისა და სამოქალაქო კულტურის მხარდასაჭერად ჩამოშორებული ტერიტორიების ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან არაფორმალური კონტაქტების დამყარებას" სთავაზობენ. ამასთან, რეზოლუციაში ისიც არის აღნიშნული, რომ ევროკავშირმა უნდა დაიცვას აუღიარებლობის პოლიტიკა თვითაღიარებული რესპუბლიკებისადმი.

დნესტრისპირეთმა, აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა და მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 90-იანი წლების დასაწყისში. სახელმწიფოებმა (მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი), რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ეს რეგიონები, მათზე კონტროლის აღდგენა სამხედრო გზით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ ცდილობენ ამ ტერიტორიების დაბრუნებას.

ლენტა.რუ, რუსეთი