იაპონია ითხოვს... - კვირის პალიტრა

იაპონია ითხოვს...

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ რუსეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში შეხვედრისას განუცხადა, - ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს

ჩრდილოეთი ტერიტორიების სუვერენიტეტის საკითხიო.

1956 წელს ბაბუაჩემი, მაშინდელი იაპონიის პრემიერ-მინისტრი იტირო ჰატოიამა, საბჭოთა კავშირს ეწვია ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. მაგრამ შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ლაპარაკი იყო მხოლოდ ორი (ოთხიდან) სადავო კუნძულის დაბრუნებაზე. გაიარა 50-მა წელმა, ხელშეკრულება კვლავ არ არის დადებული და ეს მინუსია ორივე მხარისთვისო, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ჰატოიამამ რუსეთის პრეზიდენტს ამ საკითხში გადამწყვეტი როლის შესრულებისკენ მოუწოდა, რაზეც მედვედევმა უპასუხა, - მზად ვარ, ამის თაობაზე ენერგიული მოლაპარაკებები გავმართო და მას არასტანდარტულად, შემოქმედებითად მივუდგეო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა არასტანდარტულ მიდგომაში.